პავლე მოციქულის შესახებ ფილმს გადაიღებენ

მოციქული პავლეს შესახებ ფილმის გადაღება მიმდინარეობს, მასში მსახიობი ჯეიმს ფოლკნერი (რომელიც ცნობილია თავისი როლებით „სამეფო კარის თამაშებსა“ და „დაუნტონის სააბატოში“) პავლე მოციქულის როლს ასრულებს, ხოლო ჯეიმს კევიზელი (იესოს როლის შემსრულებელი ფილმში „ქრისტეს ვნებანი“) ლუკა მახარობელს განასახიერებს.

აქამდეც არაერთი ფილმი გადაღებულა პავლე მოციქულსა და სხვა მოწაფეებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდ ეკრანზე გამოსული ეს ფილმი მათგან განსხვავებული და არაჩვეულებრივი იქნება.
როგორც ცნობილია, ფილმს „პავლე, იესოს მოციქული“ ერქმევა და მასში ყურადღება გამახვილებული იქნება უკანასკნელ თვეებზე, რომელიც წინ უძღოდა მოციქულის აღსასრულს.

„იესო ქრისტეს შემდეგ ადრეული ეკლესიის ზრდაში არავის ჰქონია ისეთი ცენტრალური როლი, როგორც მოციქულ პავლეს, – ამბობს “affirm films executive”-ის ვიცე-პრეზიდენტი, – მან დაწერა ახალი აღთქმის უმეტესი ნაწილი და 10 000 მილზე მეტი გაიარა ფეხით, რათა ექადაგა იესო ქრისტეს სახარება. ფილმი სწორედ მისი ღვაწლის შესახებაა, ის ნათლად გადმოგვცემს მოციქულის უკანასკნელ თვეებსა და აღსასრულს.”

ფილმი ეკრანებზე 2018 წელს გამოვა.

წყარო

თარგმანი: სოფო წიკლაური

რედაქტირება: თეონა მენაბდიშვილი

ჩატვირთვა...