ონლაინ ეკლესიები ირანში – დევნის მიუხედავად მორწმუნეთა რაოდენობა იზრდება

ირანში ქრისტიანებს დევნიან, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ ერთად ყოფნას და ღმერთის განდიდებას. მორწმუნეები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ინტერნეტით. ონლაინ ეკლესია მათთვის ერთგვარ გამოსავლად იქცა დევნის პირობებში.

“ეკლესია ჩემი სახლია… ჩვენ ინტერნეტის მეშვეობით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს და ასე გადაიქცა ის ინტერნეტ ეკლესიად, რომელიც უამრავ მორწმუნეს აერთიანებს. ინტერნეტის საშუალებით, მორწმუნეები უკავშირდებიან ეკლესიებს შეერთებული შტატებში, კანადში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში .

მსოფლიოში ყველა მორწმუნეს მივმართავ : ილოცონ თავისი სულიერი და–ძმებისთვის ირანში და იმ ქვეყნებში სადაც დევნაა, ირანს სჭირდება ქრისტე და ვილოცოთ, რომ თითოეულმა ადამიანმა მიიღოს ის თავის უფლად. ” – განაცხადა ერთ–ერთმა მორწმუნემ სახელად რეზამ christiantoday.com- თან საუბრისას.

1994 წელს ირანში 100 000 ქრისტიანი ცხოვრობდა, დღეს ეს რიცხვი 3 მილიონამდეა გაზრდილი, მიუხედავად დევნის გაძლიერებისა. ” open door”-ის სიაში ირანი მეცხრე ადგილზეა ქრისტიანების დევნის კუთხით. უამრავმა ქრისტიანმა დატოვა ქვეყანა და ლტოლვილად იქცა უცხო ქვეყანაში.

წყარო: http://www.christianheadlines.com

ჩატვირთვა...