ნორვეგიაში ქრისტიანულ ოჯახს 5 შვილს ართმევენ თავიანთი რწმენის გამო

bavshvebiნორვეგიაში ბავშვთა დაცვის სამსახურმა Barnevernet-მა ბოდნარიუსების ქრისტიანული ოჯახიდან 5 ბავშვი წაიყვანა. მშობლებს ბრალს დებენ „რადიკალურ ქრისტიანობაში და იდეოლოგიურ დამუშავებაში“ იმის გამო, რომ უფროსმა გოგონამ ელიანამ (10 წლის) სკოლაში ქრისტიანული სიმღერა იმღერა.

მარიუს კონსტანტინი რუმინეთის მოქალაქეა, ხოლო მისი ცოლი რუთი – ნორვეგიის მოქალაქე. ნორვეგიაში საცხოვრებლად დაახლოებით 10 წლის წინ გადავიდნენ. ბავშვები ნორვეგიაში დაიბადნენ და მათი ასაკი 3 თვიდან 10 წლამდეა.

 

მარიუსის ძმა, ეკლესიის მწყემსი დანიელ ბოდნარიუ:

„ორშაბათს, 16 ნოემბერს, Barnevernet – ის თანამშრომლებმა სკოლიდან ორი გოგონა, 10 წლის ელიანა და 8 წლის ნაომი წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. შემდეგ, პოლიციასთან ერთად მივიდნენ სახლში და წაიყვანეს ბიჭუნები, 5 წლის მათე და 2 წლის იოანე. დედა თავის 3 თვის ბავშვთან ერთად დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ამის შემდეგ მშობლებს უფროსი ოთხი შვილი არ უნახავს. რამოდენიმე საათი დაკითხვების შემდეგ პოლიციამ გაუშვა სახლში რუთი თავის 3 თვის შვილთან ერთად.”

სამშაბათი, 17 ნომებერი. ბავშვთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები ოთხი პოლიციელის თანხლებით მივიდნენ სახლში და წაიყვანეს 3 თვის პატარა, სახელად იეზეკიელი. მაშინვე მათ უთხრეს რუთს, რომ უფროსი გოგონები მისცეს 2 სხვა ოჯახს, რომ ისინი ძალიან კარგად ინტეგრირდნენ და არ ენატრებათ მშობლები.

ოთხშაბათი, 18 ნოემბერი. მარიუსი და რუთი ხვდებიან ადვოკატს, რომელიც ეუბნება მათ, რომ მათ აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებული იმნის შესახებ, თუ რა ბრალდებები წაუყენეს მათ და ასევე სხვა სამართლებრივი ინფორმაციის შესახებ. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, მეძუძურ დედას აქვს უფლება კვებოს თავისი პატარა.

ხუთშაბათი, 19 ნოემბერი. სხვა სამართლებრივი მოქმედებების შემდეგ, მშობლები მიემგზავრებიან ბერგენში, რათა ნახონ თავიანთი 3 თვის შვილი. მხოლოდ დედას შეუძლია დარჩეს ბავშვთან 2 საათის განმავლობაში.

პარასკევი, 20 ნოემბერი. დედას ისევ შეუძლია ბავშვის ნახვა 2 საათის განმავლობაში.  დაპირდნენ, რომ ის ბავშვის ნახვას შეძლებდა შაბათსაც და კვირასაც. ორშაბათს, 23 ნოემბერს, დაკითხეს ბავშვები, რათა ჩამოყალიბებულიყვნენ, გაეგზავნათ თუ არა საქმე სასამართლოში თუ დაებრუნებინათ ბავშვები სახლში მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო“.

მწყემსმა დანიელ ბოდნარიუმ განაცხადა, რომ მშობლებს არ დართეს ნება დასწრებოდნენ ოთხი უფროსი შვილების დაკითხვას, მათი არც ნახვის უფლება მისცეს.

ნორვეგიულმა სოციალურმა სამსახურმა მარიუსისა და რუთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სასამარათლოში და რა თქმა უნდა, ბავშვები სახლში არ დააბრუნეს.

დღეს, 27 ნოემბერს, ჩატარდება განსაკუთრებული სასამართლო გარჩევა მშობლების მონაწილეობით. აქამდე თითქმის მთელი კვირა მარიუს და რუთს არ ქონდათ შესაძლებლობა ენახათ თავიანთი ყველაზე მცირეწლოვანი შვილი, რომელიც სულ რაღაც 3 თვისაა და იმყოფება ბუნებრივ კვებაზე.

მწყემსმა კრისტიან იონესკუმ (Cristian Ionescu) ჩიკაგოდან გახსნა ონლაინ-პეტიცია, რომელმაც უკვე მოაგროვა 22500-ზე მეტი ხელმოწერა: http://www.ipetitions.com/petition/christian-family-persecuted/?utm_medium=social&utm_source=twitter&utm_campaign=button

„ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ ვაგრძელებთ ლოცვას და პეტიციის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას. გთხოვთ, ილოცეთ ჩვენთან ერთად და ხელი მოაწერეთ პეტიციას. ჩვენი იმედი მხოლოდ იესო ქრისტეშია. მადლობა გიხდით ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის!“

წყაროები:

MARIUS & RUTH BODNARIU, A CHRISTIAN FAMILY PERSECUTED IN NORWAY! (THE ENGLISH VERSION)

Five children taken away from a Romanian – Norwegian family by Child Protection Services

https://cnl.news/2015/11/27/351467

ჩატვირთვა...