ნოეს კიდობნის ასლი დამთვალიერებლისთვის გაიხსნა

ნოეს კიდობნის 155 მეტრი სიგრძის პროტოტიპმა პირველ დამთვალიერებლებს უმასპინძლა. ნაგებობა იმ ქრისტიანების აგებულია, რომელთაც სწამთ, რომ ბიბლიური ისტორია ნამდვილად მოხდა. კიდობნის აგება 100 მილიონი დოლარი დაჯდა და აშშ-ის შტატ კენტუკიში მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც 2010 წელს იდეა პირველად გაჟღერდა, ოპონენტები აკრიტიკებდნენ როგორც იდეის ავტორებს, ისე მთავრობას, რომელმაც მშენებლობას საგადასახადო შეღავათები დაუწესა.

პროექტის ავტორი კენ ჰამი ამბობს, რომ კიდობანი, რომელიც განასახიერებს ერთი კაცის ისტორიას, რომელსაც ღმერთმა სამყაროს დასასრულისა და მასიური წყალდიდობის შესახებ აცნობა, ერთგვარი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ ბიბლიური ისტორიები რეალურია.

„ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ აქ,“ – განაცხადა ჰამმა. მისივე თქმით, პირველ წელს კიდობანს 2 მილიონი დამთვალიერებელი ეწვევა.

ჯგუფის განმარტებით, კიდობანი ბიბლიაში აღწერილ ზომებზე დაყრდნობითაა აგებული. შიგნით მუზეუმის ტიპის გამოფენებია მოწყობილი: შეხვდებით ნოეს ოჯახსა და გალიების მწკრივებს, რომელშიც ცხოველების ასლებია მოთავსებული, მათ შორის არიან დინოზავრებიც.

noah ark2

ჯგუფს სწამს, რომ ღმერთმა ყველაფერი 6 ათასი წლის წინ შეიქმნა – ადამიანი, დინოზავრი და სხვა დანარჩენი. მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ დინოზავრები ადამიანის გაჩენამდე 65 მილიონი წლით ადრე გადაშენდნენ.

„ეს ნავი ემსახურება ეკლესიას და ბავშვებში მეცნიერების როლის დაკნინებას,“ – ამბობს ჯიმ ჰელტონი, პროექტის ერთ-ერთი ოპონენტი.

წყარო: on.ge

ჩატვირთვა...