ნიკ ვუიჩიჩი – „მახარებელი კიდურების გარეშე“ სახარებას ავრცელებს ამერიკის ციხეებში

ნიკ ვუიჩიჩი, რომელიც ცნობილია მსოფლიოში, როგორც „მახარებელი კიდურების გარეშე“, იმედის სიტყვას ავრცელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მთელი აშშ-ს მასშტაბით. ამ დროისთვის, 601 ციხის ადმინისტრაცია აწერს ხელს თანხმობის დოკუმენტს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებმა მოუსმინონ მის მიმართვას.

2016 წლის დასაწყისში, ტეხასში, ტელფორდ იუნითის ცნობილ ციხეში, ვუიჩიჩიმ გადაიღო ვიდეო, სადაც მსმენელს მიმართავდა:

„შეიძლება ადამიანები მოვიდნენ აქ და თქვან: ‘იყავთ პოზიტიურნი’. ამის თქმა თქვენთვის ადვილია, რადგან თქვენ სახლში წასვლა შეგიძლიათ ამ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან და შინ წასვლა არ შეუძლიათ“.

„მე თქვენ წინაშე ვდგავარ ხელებისა და ფეხების გარეშე და გეუბნებით, რომ მე სრულიადაც არ ვგრძნობ თავს უნარშეზღუდულად. მინდა, იცოდეთ, რომ, რადგან გისოსებს მიღმა ხართ, არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ უფალ იესო ქრისტეში თავისუფლების მოპოვება“.

ვუიჩიჩიმ გაიხსენა ერთ საშიშ პატიმართან შეხვედრა, რომელმაც უთხრა მას, რომ ქრისტეს რწმენამ თავისუფლება მოუტანა, ხოლო ციხის მცველები, რომლებსაც ყოველდღე საკუთარ ოჯახებში დაბრუნება შეეძლოთ, არ იყვნენ თავისუფალნი, რადგან არ სწამდათ ზეცის.

2016 წლის ოქტომბერში, ვუიჩიჩიმ დაიწყო თავისი ევროპული ტურნე, რომლის განმავლობაშიც ათასობით ადამიანი მოექცა ქრისტესკენ.

წყარო: http://www.christianpost.com/

 

ჩატვირთვა...