ნიგერიაში ეკლესიის შენობის სახურავი ჩამოინგრა. გარდაცვლილია 160 ადამიანი

„სამხრეთ ნიგერიაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა პროტესტანტული ეკლესიის შენობაში, ქალაქ იუოში მოხდა“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Associated Press.

სააგენტოს ინფორმაციით, მშენებლობა ბოლომდე დასრულებული არ იყო და როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მშენებლები ჩქარობდნენ, რათა საეკლესიო ცერემონიისათვის სამუშაოების დასრულება მოესწროთ. სწორედ აღნიშნული ცერემონიის დროს ჩამოინგრა ტაძრის სახურავი.

გადარჩენილ მრევლს შორის აღმოჩნდა შტატის გუბერნატორი უდომ ემანუელი, რომელმაც განაცხადა რომ გამოძიება დაადგენს დამნაშავეებს, რომლებიც სათანადოდ დაისჯებიან.

„ამ საღამოს მე ვესაუბრე გუბერნატორ უდომ ემანუელს, რომლის თვალწინაც მოხდა ეს ტრაგედია… ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ვლოცულობ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდნენ, ხოლო გარდაცვლილებმა დაიმკვიდრონ უფლის სასუფეველი. ნებისმიერი ტრაგედია, რომელიც ნიგერიის ამა თუ იმ მხარეში ხდება, თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას“, განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ.

11 და 12 დეკემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...