ნეპალი: ექსტრემისტებმა რელიგიურ ლიდერებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს

259460-R3L8T8D-750-Du2QQlA25-300x195ნეპალის ინდუისტმა ექსტრემისტებმა უცხოელ რელიგიურ ლიდერებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს სამ პროტესტანტულ ეკლესიას თავს დაესხნენ ექსტრემისტები. საბედნიეროდ, ეკლესიის ახლოს მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ოთხი პოლიციელი დაიჭრა ნაღმის გაუვნებელყოფის მცდელობისას. ამ მოვლენათა შემდეგ ნაპოვნია ბროშურები, რომლებშიც წერია, რომ ნეპალის ხელისუფლებას მართავენ უცხოელი აგენტები, ხოლო ქრისტიანებს ადანაშაულებენ „ქვეყნის გარყვნაში“.

ჩვენ მოვითხოვეთ ყველა უცხოელი ქრისტიანი ლიდერისგან ამ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება“, – ნათქვამია ბროშურებში, რომლებიც, სავარაუდოდ, გაავრცელა ინდუისტთა რადიკალურმა დაჯგუფებამ − Hindu Morcha Nepal. განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობაის მქონე ნეპალის მოქალაქეებს ბროშურები მოუწოდებს ინდუისტურ ფესვებთან დაბრუნებისკენ.

ბროშურები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ნეპალის პარლამენტარებმა უარყვეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების შესახებ წინადადება, რომლის თანახმადაც ინდუიზმი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადებულიყო. დადასტურებულ იქნა ნეპალის სახელმწიფოს საერო ხასიათი.

316NEWS  − sedmitza.ru-ზე დაყრდნობით

ჩატვირთვა...