ნეთანიაჰუ მადლობას უხდის კონგრესს გაეროს რეზოლუციის უარყოფისათვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მადლობა გადაუხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას გაეროს  უსაფრთხოების საბჭოს მიერ ისრაელის წინააღმდეგ მიმართული რეზოლუციის უარყოფისათვის.

ორიოდე კვირის წინ აშშ-მ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღებისგან. ხსენებული რეზოლუცია გმობდა ებრაულ „დასახლებათა“ არსებობას ბიბლიური სამარიისა და იუდეის ტერიტორიებზე (რომლებიც ასევე ცნობილია „დასავლეთის სანაპიროს“ სახელით), რადგან ეს მიწები ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპირებულ მიწებადაა მიჩნეული. აქვე იგულისხმებოდა ძველი იერუსალიმი, გოდების კედელი და ტაძრის მთა.

სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, მოგვიანებით გაამართლა აშშ-ს პოზიცია და განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია განიხილებოდა, როგორც ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის გადარჩენის ერთადერთი საშუალება.

„დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც კარგად იციან, რომ დასავლეთის კედელი არ არის ოკუპირებული ტერიტორია“, განაცხადა ნეთანიაჰუმ.

წყარო: http://www1.cbn.com/

ჩატვირთვა...