ნასა: ჩვენ არ შეგვიცვლია თქვენი ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია მცდარია

ასტროლოგიაში თორმეტის ნაცვლად გვხვდება ზოდიაქოს ცამეტი ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 86% განსხვავებული ნიშნით დაიბადა.

ეს ახალი ამბავი სულაც არ არის, მაგრამ ცოტა ხნის წინ აგორებული კამპანია თხის რქის, მშვილდოსნისა და სხვათა მიერ ჩვეულებრივი, მცდარი ბრალდებაა ნასას წინააღმდეგ, თუმცა კოსმოსური სააგენტო იტყობინება, რომ მათ სინამდვილეში არაფერი შეუცვლიათ.

„ალბათ ცოტა ხნის წინ გაიგებდით, რომ ნასამ ზოდიაქოს ნიშანი შეცვალა, თუმცა, ჩვენ ნამდვილად არაფერი შეგვიცვლია“, – იტყობინება სააგენტო საკუთარ ვებ-გვერდზე.

„ნასაში ჩვენ ასტრონომიას შევისწავლით და არა ასტროლოგიას. ამგვარად, ზოდიაქოს არცერთი ნიშანი არ შეგვიცვლია, ჩვენ, უბრალოდ, მათემატიკური გამოთვლები განვახორციელეთ“.

ნასას ინფორმაციით, ყველა მეცნიერი, პირველ რიგში, მეცნიერებას უძღვნის თავს და არა ასტროლოგიურ სისულელეებს.

ნასა განცხადებით, ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ასტროლოგიას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება ან ადამიანების დახასიათება მათი დაბადების თარიღის მიხედვით.

ნასა განმარტავს: დაახლოებით, 3000 წლის წინ, ძველმა ბაბილონელებმა ზოდიაქო თორმეტ თანაბარ ნაწილად დაყვეს. თითოეული „ნაწილი“ წარმოდგენილი გახლდათ თანავარსკვლავედის სახით, რომელსაც წელიწადის სხვადასხვა დროს გადაკვეთდა მზე.

ნასას თანახმად, ბაბილონელებმა ცოტათი იცრუეს: მზე არ კვეთს თითოეულ თანავარსკვლავედს თანმიმდევრობით, ყოველთვიურად. გარდა ამისა, მათ იცოდნენ მეცამეტე თანავარსკვლავედის შესახებ, რომელსაც აფოიუკასი (Ophiuchus) ეწოდება, თუმცა იგი კალენდარზე არ დაიტანეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ესადაგებოდა მას.

წყარო: https://www.inverse.com

ჩატვირთვა...