მძღოლი გაათავისუფლეს „გეი-ავტობუსის“ მართვაზე უარის თქმის გამო

pride-bus ავტობუსის მძღოლი კალგარიდან, კანადიდან, რომელიც ქრისტიანი გახლავთ, გაათავისუფლეს თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა ცისარტყელას ფერებით (რაც ლგბტ-ს სიმბოლური ფერები გახლავთ) შეღებილი ავტობუსის მართვაზე.

 მიუხედავად ამისა, კომპანია „კალგარი ტრანზიტი“ აცხადებს, რომ ქრისტიანი ჯესი რაუ გაათავისუფლეს მასმედიაში გავრცელებული ცრუ განცხადებებისთვის და არა მის მიერ ავტობუსის მართვაზე უარის თქმის გამო.

აგვისტოში ჯესიმ თქვა, რომ არ დაჯდებოდა გეი-აღლუმის ავტობუსის საჭესთან, რადგან ეს მის რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. 11 სექტემბერს კი იგი გაათავისუფლეს მძღოლის თანამდებობიდან.

„100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ გამათავისუფლებდნენ“, – უთხრა ჯესი რაუმ ჟურნალისტებს.

განმარტებით წერილში კომპანია ამტკიცებს, რომ მძღოლი გათავისუფლებული იქნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ცრუ განცხადებათა გამო: „თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გამოხატოთ საკუთარი რელიგიური შეხედულებები, − ნათქვამია წერილში, − მაგრამ თქვენ უფრო შორს წახვედით და ცრუ განცხადებები გაავრცელეთ სხვადასხვა ინტერვიუს დროს. ამან გამოიწვია გაუმართლებელი დავა და ქალაქის რეპუტაციას საფრთხე შეუქმნა“.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ჯესი რაუ არ გამოდგება ქალაქში სამუშაოდ და მას მინიჭებული აქვს სტატუსი: „არ აიყვანოთ სამსახურში“.

10 ოქტომბერს კალგარიში მიტინგის გამართვა იგეგმება ქრისტიანი მძღოლის მხარდასაჭერად. ჯესუ რაუს ხუცესმა, არტურ პავლოვსკიმ (Street Church) განაცხადა, რომ ასობით ადამიანს ელოდება ამ აქციაზე, რომლებიც მოვლენ მათ მხარდასაჭერად.

316NEWS − The Christian Post-ზე დაყრდნობით

ჩატვირთვა...