მუსლიმი ბიზნესმენის სოლიდარობის ჟესტი ქრისტიანებს

მუსლიმმა ბიზნესმენმა ბაღდადში ყველაზე მაღალი ნაძვის ხის დადგმით ქრისტიანებს სოლიდარობა გამოუცხადა.

მუსლიმმა ბიზნესმენმა ბაღდადში, ალ ზარას პარკში, გრანდიოზული ნაძვის ხე დადგა. მისი თქმით, ამ ჟესტით ქრისტიანებს სოლიდარობას უცხადებს.

პრესასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო ქრისტიან ძმებს დახმარებოდა დღესასწაულის აღნიშვნაში და სოლიდარობა გამოეცხადებინა ირანელი ქრისტიანთათვის, რომ ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ ტანჯვის დღეები, განსაკუთრებით კი მოსულის ომი.

სადღესასწაულო ნაძვის ხე 26 მეტრის სიმაღლისაა, პროექტის ღირებულება 24 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო: http://www1.cbn.com/

ჩატვირთვა...