მსვლელობანი მექსიკაში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ

mexican_marriage_marches_810_500_55_s_c125 ივლისს მსვლელობები მოეწყო მექსიკის ქალაქებში: გვადალახარაში, მონტერეიში, კულიაკანში, ლოს-მოჩისში, აგუასკალიენტესში, სიუდად-ხუარესში და სხვ. გვადალახარაში ყველაზე მეტი, დაახლოებით, 80 000, ადამიანი გამოვიდა, როგორც იტყობინებიან ორგანიზატორები.

ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა მექსიკის მთავარ ქალაქებში მოთხოვნით, რომ მთავრობამ პატივი სცეს სახელწიფოს კონსტიტუციას, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც კავშირს ერთ ქალსა და ერთ მამაკაცს შორის. ეს საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ დააკანონა ერთსქესიანთა კავშირი მთელს ქვეყანაში.

„ჩვენ რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ კი არ გამოვდივართ, ჩვენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეწინააღმდეგებით“ – განაცხადა სოფია მირანდამ, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მედიისათვის მიმართულ ღია წერილში, რადგანაც მედია აკრიტიკებდა ხალხის ქუჩაში გამოსვლის მიზეზს. „ეს ხსნის გზებს გენდერული იდეოლოგიისკენ, რაც ჩვენს საზოგადოებაში დესტაბილიზაციას მოახდენს და დააზიანებს ჩვენს შვილებს. ეს არ გვსურს ჩვენ“, დასძინა მან.

მსვლელობაში მონაწილენი ასევე ითხოვდნენ საკუთარი, მშობლების უფლებების აღიარებას, რადგან კონგრესი აპირებს ეროვნული კანონის შემოღებას, რომელიც „იძლევა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების ხელმისაწვდომობის გარანტიას“ გოგონებისათვის მათი მშობლების ნებართვის გარეშე. კანონი ასევე აცხადებს, რომ ყველა ბავშვს აქვს „ინტიმურობის უფლება“ და არ უნდა გავუწიოთ მათ დისკრიმინაცია მათი „სექსუალური მიდრეკილების“ გამო და, რომ სახელმწიფო ყველა ბავშვისათვის უზრუნველყოფს „განათლებასა და მომსახურებას სქესობრივ და რეპროდუქტიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ ვითხოვთ იმის უფლებას, რომ ჩვენს შვილებს ჩვენ თავად მივცეთ განათლება“, განაცხადა ადრიანა ოხედამ (Adriana Ojeda), მოძრაობა Si Es Mi Hijo Yo Lo Educo (თუ ეს ჩემი შვილია, მე თავად მივცემ მას განათლებას), ხელმძღვანელმა, LifeSiteNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მექსიკამ რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ამ უფლებას აღგვითქვამს. ახალი კანონი კი არღვევს მათ“.

სინალოას შტატი, საიდანაც არის ოხედა წარმოშობით, ერთ-ერთია იმ შვიდი შტატიდან, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ეს კანონი. ეს შტატები რამდენიმე მუხლის გარკვეულ სახეცვლილებათ ითხოვენ იმისათვის, რომ „მკაფიოდ განისაზღვროს მშობელთა უფლებები“, თქვა ოხედამ.

 

http://www.breakingchristiannews.com/articles/display_art.html?ID=16412

ჩატვირთვა...