მოსკოვში ბიბლიების დარიგებისთვის პროტესტანტი დაადანაშაულეს უკანონო მისიონერობაში

მოსკოვში პროტესტანტი სერგეი კორეპინი, რომელიც ელექტრომატარებლებში უფასოდ არიგებდა ბიბლიებს (სინოდალური თარგმანი), ბრალი ედება „უკანონო მისიონერობაში“.

2 ნოემბერს, მოსკოვში, სერგეი კორეპინის წინააღმდეგ, რომელიც იაროსლავის სადგურზე ელექტრომატარებელში ქადაგებდა, შედგენილ იქნა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სერგეი კორეპინი სამართალდამცავებმა 2016 წლის 7 ნოემბერს დააკავეს შვიდ სხვა პროტესტანტთან ერთად მას შემდეგ, რაც მილიციას „მართმადიდებლური უფლებადამცველი ანალიტიკური ცენტრის“ წარმომადგენლებმა მიმართეს.

მართლმადიდებელი აქტივისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ დაკავებულები უფასოდ არიგებდნენ ახალ აღთქმებსა და ფსალმუნებს (სინოდალური თარგმანი), რომლებიც გამოცემულია ევანგელისტური მისიის, „გედეონის“, მიერ.

სერგეი კორეპინმა თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ ბიბლიებს არიგებს, როგორც მოქალაქე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა სინდისის თავისუფლების უფლებას ანიჭებს.

კორეპინის ადვოკატის თქმით, „მილიციამ გამოძიება ჩაატარა კორეპინის სოციალურ ქსელებში და იქ მოპოვებულ ფოტოგრაფიებზე დაყრდნობით, რომლებზეც აღბეჭდილია კორეპინის სტუმრობა სხვადასხვა ეკლესიაში, მათ შორის, „გედეონის მისიაშიც“, გამოიტანა დასკვნა, რომ ის ნამდვილად ხსენებული ორგანიზაციის სახელით მოქმედებდა“.

წყარო: https://cnl.news

ჩატვირთვა...