მოლდავეთში ქრისტიანები ლგბტ აღლუმის წინააღმდეგ გამოდიან

0 205

მოლდავეთის მართლმადიდებლური ეკლესია ხელისუფლებას სთხოვს აღკვეთოს მზადება სოლიდარობის მარშისათვის  „შიშის გარეშე”,  რომლის ჩატარებაც იგეგმება მე-17 ლგბტ ფესტივალის („Moldova Pride 2018“) ფარგლებში შაბათს, 19 მაისს. მიტროპოლიტი ვლადიმერი მიიჩნევს, რომ მსგავს ღონისძიებათა ჩატარება ნიშნავს „თავდასხმას მორალსა და ოჯახის წმინდა ინსტიტუტზე და წარმოადგენს საფრთხეს მოზარდი თაობისათვის.“

„უმცირესობის წარმომადგენელთა ეს მსვლელობა შეურაცხმყოფელი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ღირებულებებისათვის. ამ საზოგადოების  98% შედგება მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან წმინდა სახარების სწავლების მიმდევართაგან – სახარებისა, რომლის თანახმადაც ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის შეიძლება და არა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის“, – განაცხადა კიშინიოვის ეპისკოპოსმა.

„აღლუმის ორგანიზატორებმა და მათმა უცხოელმა მხარდამჭერებმა გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა იცოდნენ ადგილობრივი რეალობის შესახებ, რადგან ასეთი მოვლენები ხდება მიზეზი ორ მხარეს შორის გამოვლენილი ძალადობისა და დაპირისპირებისა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ვლადიმერმა.

გასულ წელს, მსგავსი მარში, რომელიც საპროტესტო მსვლელობათა ფონზე გაიმართა, დასრულდა მისი აღკვეთითა და ლგბტ თემის აქტივისტების გაქცევით.

წყარო

თარგმანი: სოფო გურაშვილი

რედაქტირება: ნინო ხუროშვილი

ჩატვირთვა...