მიწისძვრა ჩილეში

Землетрясение-и-цунами-в-Чили-1-миллион-эвакуированных-людей-700x45416 სექტემბერს, საღამოს, ჩილეში მოხდა 8,5-ბალიანი მიწისძვრა. სამი წუთის განმავლობაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 8 ადამიანი, ევაკუირებული იქნა, დაახლოებით, 1 მლნ ადამიანი, იტყობინება  316NEWS.

ხალხისადმი მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა მოუწოდა ყველას, ვინც ევაკუირებული გახლდათ სანაპიროსთან მდებარე დაბალი რაიონებიდან, დარჩენილიყვნენ ამაღლებულ ადგილებზე. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე დასძინა, რომ ხელისუფლების წევრებთან ერთად მოინახულებს დაზარალებულ რაიონებს. მიწისძვრის შედეგად დაინგრა გზები და ხიდები, ასევე საცხოვრებელი სახლები ქალაქ სალამანკაში.

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ შეადგინა 8,4 ბალი. მიწისძვრის კერა მდებარეობდა ქვეყნის დედაქალაქ სანტიაგოდან 229 კილომეტრის დაშორებით, 25 კმ-ის სიღრმეზე. პირველ მიწისძვრას ნაკლები სიძლიერის რამდენი ბიძგი მოჰყვა, რომლებიც საგრძნობი იყო პერუში, არგენტინასა და ბრაზილიაში.

მიწისძვრის შემდეგ ჩილეს სანაპიროზე მდებარე ქალაქ კოკიმბოს ცუნამი დაატყდა თავს. ტალღების სიმაღლე 4,5 მეტრს აღწევდა.

ჩილეში უცხო არ გახლავთ მიწისძვრები, რადგან ამაზე უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჯერ კიდევ 2010 წელს, რომელიც გაცილებით უფრო დამანგრეველი იყო. შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი.

ჩატვირთვა...