მიკროჩიპის იმპლანტი სამეცნიერო ფანტასტიკის თემას გასცდა და რეალობად იქცა

„მიკროჩიპის იმპლანტი სამეცნიერო ფანტასტიკის თემა აღარ არის. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიკროჩიპის იმპლანტი დაამზადეს, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ხელის ერთი შეხებით გადაიხადოს გადასახადები“, იუწყება ქრისტიანული სამაუწყებლო ქსელი – CBN.

რაშიდ მეჯიდ ალ აბარმა, ეტისალატის (საამიეროების სატელეკომუნიკაციო კორპორაცია) ვიცე-პრეზიდენტმა სამომხმარებლო პროდუქციის ინოვაციის განხრით, Gulf News-თან განაცხადა, რომ ინოვაციური პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა და გაყალბებისგან იცავს მომხმარებელს. მიკროჩიპი ინახავს მომხმარებლის ინფორმაციას და კომპლექსური, სამედიცინო მონაცემების მართვის საშუალებას იძლევა.

ჩიპი იყენებს მოკლე მანძილზე რადიოკავშირის (NFC – near field communications) ტექნოლოგიას და გაცილებით უფრო დაცულია რადიო-სიხშირის იდენტიფიკაციის (RFID – radio-frequency identification) ტექნოლოგიასთან შედარებით. ჩიპზე შესაძლებელია პირადი მონაცემების, სხვადასხვა სახის კოდების, საკრედიტო და სადებეტო ბარათების და მრავალი სხვა სახის ინფორმაციის მოთავსება. ჩიპის დახმარებით ასევე შესაძლებელი გახდება კარის გაღება და სინათლის გამორთვა.

წყარო: http://www1.cbn.com/

ჩატვირთვა...