მიანმარში ათასობით ადამიანი მოექცა ქრისტესკენ

ათობით ათასმა ადამიანმა მოისმინა სახარების უწყება მიანმარის ქალაქ იანგონში მახარებელ ფრანკლინ გრემის ქადაგების შედეგად.

ორმოცდაათი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო „სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის ფესტივალს“ მიანმარის საკონფერენციო ცენტრში, 18-20 ნოემბერს. ამ ბუდისტურ ქვეყანაში 1949 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.

სამდღიანი ფესტივალის პირველ დღეს 46 000 ადამიანი დაესწრო. მათგან, ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის თანახმად, დღის ბოლოს 2500 ქრისტიანობისკენ მოექცა.

მეორე დღეს ფრანკლიმ გრემის ქადაგებას 52 000-მა ადამიანმა მოუსმინა. ცნობილი მახარებელის შვილმა „ხალხს სახლში დაბრუნებისკენ“ მოუწოდა. ამ დღეს ორი ათას ოთხასმა ადამიანმა მოინანია.

„დიდად მოხარული ვარ, რომ მიანმარში ათასობით ადამიანმა მოინანია და საკუთარ მხსნელად და უფლად  მიიღო იესო ქრისტე. ვმადლობ უფალს მისი მოქმედებისთვის და დიდებას ვუძღვნი მას. ჩვენ ვიცით, რომ ზეცა ხარობს თითოეული მომნანიე ადამიანის გამო“, – განაცხადა გრემმა.

ფრანკლინ გრემმა, მიანმარში ვიზიტისას, სამარატიელის ქისის საჩუქრები დაურიგა ბავშვებს.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...