„მე არ ვგლოვობ, რადგან ჩემი შვილი წამებულია ქრისტესთვის“

ღმერთმა ისე გააკეთა ყველაფერი,რომ მთელ მსოფლიოს ენახა  რწმენის ეს დამოწმება.ჩვენ ,ყველამ,საკუთარი თვალებით ვიხილეთ მოწამეობრივი სიკვდილი.

სიტყვები : “მე არ ვგლოვობ,რადგან ჩემი შვილი ქრისტესთვის წამებულია.. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ჩვენი უფალი შეეხოს მკვლელების გულს, რომ მათი ადგილი არ იყოს ჯოჯოხეთში. – თქვა ერთერთი მოკლულის დედამ, კირილა მუნა იბრაჰიმმა.

მისი ვაჟი მხოლოდ 22 წლის იყო. დედა ცდილობდა გადაეფიქრებინა მისთვის ლიბიაში წასვლა ფულის შოვნის მიზნით. „ყველამ იცის იქ რა სახიფათოა ყოფნა“. ახლა შავებში გამოწყობილი თავისი ვაჟის სურათს უყურებს,სადაც ის მეგობრებთან ერთად  ჯარის ფორმაშია გამოწყობილი.დედა არ ტირის, პირიქით სახეზე ღიმილი დასთამაშებს. რას იტყვი ამაზე? „სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი? ჯოჯოხეთო, სად არის შენი ძლევა?“

198069.b
ერთერთი მოწამის დედა

 

 

ბაშიმ ქამილი, ბიშვის და სამუელის (მოკლულთა) ძმა იმეორებს:“მადლობა იმათ,ვინც აღბეჭდა ამ ადამიანების უკანასკნელი  მოწმობა ქრისტეზე ისე,როგორც სინამდვილეში იყო… ჩვენ წამებულების ნათესავები ვართ და არ ვმწუხრდებით,არამედ ვულოცავთ ერთმანეთს იმ დიდების გვირგვინების გამო, რომელიც მათ მოელით. ისინი–ქრისტიანობის ნათელია. მკვლელებზე კი ვლოცულობთ. ღმერთს ვთხოვთ,რომ  მათ თვალები აუხილოს და გადაარჩინოს!“.

B9-prV2CAAIaQL0
მოწამეთა სისხლი

 

ჩვენ თვალწინ მოხდა რაღაც გამაოგნებელი: 21 ეგვიპტელის მკვლელობა, რომელიც მკვლელებმა ვიდეოთი გადაიღეს,სახელწოდებით „გზავნილი ჯვრის საზოგადოებასთან,სისხლით ხელმოწერილი“_მართლაც ასეთი გახდა და ჩვენი მოვალეობა მისი მოსმენაა.

სული სუნთქავს სადაც სურს – და აი, საუკუნეში, სადაც ყველა მოდუნებულია, როდესაც მატერიალიზმის მოთხოვნილება ყველაფერ დანარჩენზე მაღლა დგას ქრისტიანებშიც კი, უფალმა ისე მოაწყო,რომ მთელ მსოფლიოს მიეღო რწმენის მოწმობა. ჩვენ საკუთარი თვალით ვიხილეთ თავდადება ქრისტეს გულისთვის.

რას ვგრძნობთ როდესაც კოპტებს ვუყურებთ? იქნებ სინდისის ქეჯნას. ჩვენ, რომლებიც თავებს ქრისტიანებს ვუწოდებთ, შევძლებთ კი ასე მოქცევას?…

15 თებერვალს, როდესაც ეკლესია ერთერთ დღესასწაულს აღნიშნავდა, რადიკალმა ისლამისტებმა „ისლამური სახელმწიფოდან“ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია ახლო აღმოსავლეთში,  21 საუკუნეში მომხდარი მოწამეობრივი სიკვდილი. ქრისტიანებს კლავენ ჯალათები იმის გამო, რომ ისინი ქადაგებდნენ ქრისტეზე, როგორც ღმერთზე. ის რომ კოპტები რწმენის გამო დაიღუპნენ, ამას მათი მკვლელებიც ამოწმებენ :“ისინი თავიანთი თაყვანისცემის ობიექტს იხსენებენ და მრავალღმერთიანობაში კვდებიან.“ – მოწმობს კომენტარი ამ რგოლიდან.

198074.p
იუსუფ შუქრის დედა და ძმა

 

ვიდეო რგოლი, რომელიც 5 წუთი გრძელდება, შესრულებულია მთელი რიგი „სისხლისმღვრელი“ კანონებით, რომელიც ამ ტერორისტულმა ჯგუფმა დააწესა და მასში ყველაფერი გამაგაოგნებელია, რადგან ვიღებთ აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზრს  იმისგან, რაც მასში „ავტორებმა „ჩადეს.

აი, მოჰყავთ ხალხი სტაფილოსფერ კომბინიზონებში. შავი ფიგურები, დაფარული სახეებით. მკვლელები თითქოს სპეციალურად არიან შერჩეულნი, რათა მსხვერპლზე მაღალნი ჩანდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენს ყურადღებას კოპტები იპყრობენ, რომლებიც ღირსეულად მიაბიჯებენ. ალბათ ასევე გადიოდნენ პირველი ქრისტიანები  ძველი კოლოზიუმების არენაზე. მხოლოდ ხელებს ჯვარედინად ვერ იწყობენ, რადგან ზურგს უკან აქვთ შებოჭილი.

[quote source=””]„უფალო შეგვიწყალე“ – მოძრაობს ბაგეები. არ არის სისუსტე რწმენაში, არც დანდობას ითხოვენ, არც უფალს საყვედურობენ – ქრისტიანები კვდებიან![/quote] 

ისინი არ არიან ეკლესიის მსახურნი, არც მღვდლები და არც ბერები. ისინი უბრალო ხალხია, რომლებიც ლიბიაში სხვადასხვა წელს ჩავიდნენ სამუშაოსთვის.

ქრისტიანების გატაცების პირველმა ტალღამაც ვერ შეძლო მათი შეშინება, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, იმ მიწაზე სადაც ოჯახებს ეხმარებოდნენ მატერიალურად.

დეკემბერში ტერორისტები მუშებსაც მისწვდნენ..

მოკლულთაგან 15 ბავშვობიდან იცნობდა ერთმანეთს. მოკლულთაგან ყველაზე უფროსი 45 წლის იყო, უმცროსი კი 22 – ის.

უბრალო ხალხი, მაგრამ ღმერთმა აირჩია ისინი, რათა ჩვენ, ჩვენი მყუდრო ბინებიდან, ჩაგვეხედა მათ თვალებში, რომელიც სიმამაცით იყო აღვსილი.   შევძლებთ კი იმავეს თუ ჩვენც მოგვაკითხავენ? გავძლებთ?  შეკითხვის ფასი – რწმენის ფასი: მიიღე სხვა რწმენა და ცოცხალი დარჩები.

„რომის იმპერიის დროიდან პირველ ქრისტიანთა მოწამეობამ გვასწავლა გავუმკლავდეთ   ყველაფერს, რაც შეგვეწინააღმდეგება. ეს უფრო გვაძლიერებს რწმენაში“ – ამბობს მოკლულთა ძმა.

198070.p

წამებულთაგან ერთერთია იუსუფ შუქრი. „ის იყო ადამიანი ბავშვის გულით“ – ასე ამბობენ მასზე ოჯახში. “ყოველთვის წყნარი“. „ის წამებულია – დედა შვილის სურათს გულში იხუტებს – და მჯერა, რომ ის ზეცაშია.“ მისი უფროსი ძმა, რომელიც 27 წლისაა ყვება, რომ იუსუფი წერილის მიხედვით ცხოვრობდა და ის ვერ იხსენებს დღეს, როდესაც იუსუფმა რაიმე საშინელი გააკეთა. დედამისს ძალა არ ეყო იმ ვიდეოს სანახავად, რომელშიც  შვილის სიცოცხლის  უკანასკნელი წუთებია  აღბეჭდილი. ძმამ კი ნახა: “მე დავინახე, რომ მან შეინარჩუნა სიმამაცე  სიცოცხლის ბოლო წუთებში და ეს მამშვიდებს“.

ჰანა აბდ ალ–მასიხს ოთხი შვილი დარჩა .“ის ღვთისმოშიში იყო“, წყნარად ამბობს მისი მეუღლე მაგდა. მის მეუღლეს სახლში სურდა დაბრუნება, რადგან ავად იყო და ასევე დაღლილი იყო გამუდმებული მუქარით. მაგრამ თავისი სოფლისგან განსხვავებით ლიბიაში მას ფულის შოვნა შეეძლო ოჯახის გამოსაკვებად. 8 თვის შემდეგ დაბრუნება გადაწყვიტა. მაგდას არასოდეს დაავიწყდება უკანასკნელი საუბარი ქმართან. „ჰანიმ ახალი წლისთვის დარეკა  და თქვა რომ შვილებთან ლაპარაკი უნდოდა. „მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო შენთვის, რასაც ისურვებ“ – უთხრა ცოლს საუბრისას. ქალს მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: “მე მინდა,რომ უსაფრთხოდ იყო.“ „ილოცე ჩემთვის“ – უპასუხა ჰანმა.

198073.p
მაგდა. ერთერთი მოწამის მეუღლე

 

მაგდამ ვიდეო ერთერთი ეგვიპტური არხის ეთერში ნახა. ისე ტიროდა, რომ  სასწრაფოს გამოძახება მოუწიათ. „მენატრება“ – ჩურჩულებს იგი. სამი ქალიშვილი გარშემო უზის, მის ჩასაცმელს ჩაბღაუჭებულნი, ვაჟი კი ჯერ ისეთი პატარაა, რომ ისიც არ ესმის რა მოხდა.. უფროსი გოგონა ტირილს იწყებს. „მამაშენი ზეცაშია – ეუბნება ნათესავი, რათა დააწყნაროს – ის ზეცაშია“.

დღეს ეს სოფელი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს და ასევე 14 მოკლულის ოჯახი, წამებულების სახელობის გახდა. გუბერნატორმა ელ–მინი სალაჰ ზაიადმა  მიიღო გადაწყვეტილება დასახელებული პუნქტის სახელის შესაცვლელად.

კოპტურმა ეკლესიამ უკვე გამოაცხადა,რომ  წამებულთა სახელებს ეკლესიის „სინაქსარში“ (Synaxarion) შეიტანს.

დღეს, როდესაც მილიონობით ადამიანისთვის სიკვდილი გამაერთიანებელი გახდა, რწმენა კი არადამამძიმებელი ტვირთი, 21 ქრისტიანის სიმამაცეს  შეუძლია ხმამაღლა  წამოიძახოს „სულის  ნელთბილობა“ და შეგვახსენოს, რომ უფლის შესახებ ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით უნდა დავამოწმოთ. ეს გმირობა არ საჭიროებს ზედმეტ  კომენტარებს – მისთვის საკმარისია გვახსოვდეს. „მარადიული ხსოვნა“.

ერთერთი წამებულის დედა
ერთერთი წამებულის დედა

წამებულნი, რომელთაც სიცოცხლე ხმელთაშუაზღვის აუზში დაასრულეს არიან: მასჯიდ სულეიმან შაჰატაჰ, თეოდორ იუსუფ თეოდორ,  ჰანი აბდ ალ–მასიჰ სალიბ, მილად მაკინ  ზაქიი, სამუელ ალჰამ ვალასან, მალაკ იბრაჰიმ სანუტი, მალაკ ფარად იბრაჰიმი, იზაატ ბუშრა ნასიფი, იუსუფ შუქრი იუნანი, აბანუბ აიად  ათიია, ბიშვა  სტეფან ქამილ, მისი ძმა სამუელ სტეფან ქამილ, კირილ ბუშრა  ფაუზა, ჯურჯუს მილად სანიუთი, მინა საიდ  აზიზი, ბიშოვი ადილ ჰალაფ, ლუკა ნადჟატი, ჯაბირ მუნირ ადილი, ისამ ბიდარ სამირ, საბიჰ სალაჰ  ფარუკი და კაცი, რომლის ვინაობის დადგენას პოლიცია დღესაც ვერ ახერხებს.

თარგმნა: თამთა კარგარეთელმა

ჩატვირთვა...