Home ახალი ამბებიმსოფლიო მექსიკაში ორი მღვდელი ეკლესიიდან გაიტაცეს და მოკლეს

მექსიკაში ორი მღვდელი ეკლესიიდან გაიტაცეს და მოკლეს

by ნატალია ჩიქოვანი

21 სექტემბერს მექსიკაში ორი მღვდელი დაკრძალეს, რომლებიც 18 სექტემბერს დახოცეს.

ალეხო ხიმენესი და ხორხე სუარესი ვერაკრუსის შტატის ქალაქ კოსტა-რიკადან გაიტაცეს. უკანასკნელად ისინი ეკლესიაში ნახეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაუდგენელი პირები ეკლესიაში შეიჭრნენ და მღვდლები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მათთან ერთად კიდევ ერთი პირი გაიტაცეს, რომელმაც გაქცევა შეძლო.

ღვთისმსახურთა ცხედრები მეორე დღეს კოსტა-რიკასთან ახლოს მდებარე მაგისტრალზე იპოვნეს.

მომხდარს ვერაკრუსის პოლიცია იძიებს, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დროულად გაარკვევს მომხდარს და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს”, – განაცხადა მექსიკის ეპისკოპოსმა საეპისკოპოსო კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ეს 2012 წლის შემდეგ კათოლიკე სასულიერო პირების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მკვლელობის მე-14 შემთხვევაა.

related posts

Leave a Comment