მესამე სქესი დაბადების მოწმობაში ნიუ-იორკელებისთვის ნებადართული იქნება

0 131

ნიუ-იორკი უახლესი ქალაქია, სადაც ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავებს მდედრობით ან მამრობით სქესს არ მიაკუთვნებენ, საშუალება მიეცემათ, დაბადების მოწმობაში მესამე სქესი შეიტანონ.

“NBC News”-ი იტყობინება, რომ ქალაქისა და ჯანდაცვის საბჭომ ერის უდიდეს ქალაქში ოთხშაბათს ხმა მისცა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან  დაბადების მოწმობაში მესამე სქესის ვარიანტი დაემატოს. ადამიანებისგან, რომლებიც ამ სქესს მიაკუთვნებენ თავს, ახალი პოლიტიკა აღარ მოითხოვს ექიმის წერილობით მოწმობას იმისთვის, რომ მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს.

ნიუ-იორკის დემოკრატმა მერმა, ბილ დე ბლასიომ ამ ზაფხულს მხარი დაუჭირა აღნიშნულ პოლიტიკას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის პოლიტიკა “საშუალებას მისცემს ნიუ-იორკელ  ტრანსგენდერ და იმ ადამიანებს, რომლებიც არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, იცხოვრონ ღირსეულად და პატივისცემით, რომელსაც იმსახურებენ.”

ქალაქის საბჭოს თავმჯდომარემ, კორი ჯონსონმა წარადგინა კანონპროექტი, რომელსაც დადებითად შეხვდნენ. მან თქვა, რომ ეს იყო ისტორიული დღე ნიუ-იორკისთვის.

ამ უახლეს ძვრებს ნიუ-იორკში, რომელიც დაახლოებით 8.6 მილიონი ადამიანის სახლია, უერთდებიან სხვა შტატებიც: ნიუ-ჯერსი, ორეგონი, კალიფორნია და ვაშინგტონი, რომლებიც არ მიიჩნევენ სავალდებულოდ სქესის აღნიშვნას. რამდენიმე შტატმა დაუშვა მსგავსი სქესის აღნიშვნა მართვის მოწმობაზეც.

წყარო

თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...