მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მახარებელი ბილი გრემი გარდაიცვალა (1918-2018)

0 462

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მახარებელი და გავლენიანი ადამიანი ბილი გრემი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. 7 ნოემბერს მას 100 წელი შეუსრულდებოდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო BBC ავრცელებს.

ბილი გრემმა 1954 წელს დაიწყო თავისი მოღვაწეობა და 60 წლის განმავლობაში  ყველაზე მეტ ადამიანს უქადაგა მსოფლიოში, ვიდრე სხვა რომელიმე მქადაგებელმა – თითქმის 215 მილიონს 185-ზე მეტ ქვეყანაში. ასობით მილიონ ადამიანს სახარების სიტყვა მისწვდა ტელევიზიის და ვებ-ტრანსლაციის მეშვეობით.

2017 წელს, საზოგადოებრივი აზრის ამერიკული ინსტიტუტის Gallup-ის (რომელიც დაარსებულია 1935 წელს ჯორჯ გელაპის მიერ) ყოველ წლიურ გამოკვლევათა შედეგად ცნობილი მახარებელი, ბილი გრემი მესამოცედ შევიდა მსოფლიოს გავლენიან და პატივსაცემ ადამიანთა პირველ ათეულში.
1955 წლიდან მოყოლებული ბილი გრემს არ დაუთმია თავისი პოზიციები რეიტინგში. მისი უახლოესი მეტოქე, სიის მიხედვით, გახლდათ ამერიკის ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც ამ სიაში ოცდათერთმეტჯერ მოხვდა.

წყარო

ჩატვირთვა...