მალტაში „ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა” კანონით აიკრძალა

მალტა ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც „ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა” კანონით აიკრძალა

BBC-ის ცნობით, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლის მეთოდიკის აკრძალვას, მალტის პარლამენტის წევრებმა, ფარული კენჭისყრით, მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ახალი კანონის თანახმად, მალტაში, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლის „თერაპიისთვის“ ჯარიმა 10 ათასი ევრო ან ერთ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. კანონში ნათქვამია, რომ სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დაავადება ან გადახრა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მალტა სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით ევროპის საუკეთესო ქვეყნად აღიარეს.

რეპარატიული თერაპია ემყარება იმ იდეას, რომლის მიხედვითაც ჰომესექსუალიზმის განკურნება ფსიქო-თერაპიული გზით შესაძლებელია, თუმცა მსოფლიო ფსიქიატრიულმა ასოციაციამ დაგმო აღნიშნული პრაქტიკა და იგი არაეთიკურად ცნო.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...