მაიკ პენსი: „მსოფლიოს სჭირდება უფლის მადლი ისე, როგორც არასდროს”

0 153

„ჩვენს ერს და მთელ მსოფლიოს სჭირდება უფლის მადლი დღეს  ისე, როგორც არასდროს.” – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ქრისტიანულ უნივერსიტეტ „ლიბერთიში” სიტყვით გამოსვლისას. – „გესაუბრებით არა როგორც თქვენი ვიცე-პრეზიდენტი, არამედ უფრო მეტად, როგორც თქვენი ძმა ქრისტეში. ის, რაც თქვენ ნახეთ, მოისმინეთ და ისწავლეთ ამ ადგილას, თუ გულში ჩაგწვდათ, წადით და განახორციელეთ. გაავრცელეთ ეს მოწოდება, რადგან ამერიკას, ისე, როგორც არასდროს, ესაჭიროება რწმენა.”

აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის ისტორიაში ეს ყველაზე გრანდიოზული ღონისძიება იყო. ცერემონიაში მონაწილეობა 8 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, მათ შორის ყველაზე ასაკოვანი 87 წლის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 17 წლის გახლდათ. პენსმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის ქრისტიანულ ღირებულებებზე.

ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ქრისტიანობის გამოწვევებზეც თანამედროვეობაში და სტუდენტებს უთხრა, რომ მათთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს, როცა მათ რწმენის გამო დასცინებენ.

პენსის თქმით, კურსდამთავრებულები უნდა მოემზადონ იმ გამოწვევებისთვის, რომელსაც, მათი რწმენის გამო, ჰოლივუდი, მედია და მემარცხენეები უმზადებენ.

„ადამიანები, რომლებიც ტოლერანტობაზე ხმამაღლა საუბრობენ, ტრადიციული ქრისტიანობისადმი ყველზე ნაკლებტოლერანტულნი არიან“, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

„აშშ-ში ქრისტიანად ყოფნა ყოველთვის მარტივი იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ  შესაძლოა, ვინმეს თავი აერიდებინა, ან დაცინვის ობიექტი გამხდარიყო  ბიბლიის სწავლების დაცვისთვის. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა.” – განაცხადა პენსმა.

წყარო

ჩატვირთვა...