ლიზა ბევირი თავისი ახალი წიგნის „მოუდრეკელის” შესახებ

0 143

17 აპრილს გამოვიდა ლიზა ბევირის ახალი წიგნი სახელწოდებით „Adamant”, რაც ქართულად მოუდრეკელს ნიშნავს. წიგნის მთავარი აზრი არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამყაროში, არ მივდიოდეთ კომპრომისზე და მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტებაზე, რათა არ გავანადგუროთ საკუთარი ცხოვრება.

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, რომელშიც ადამიანებს მართლაც სურთ იცოდნენ, რა არის ჭეშმარიტება და როგორ ვიპოვოთ ის? ადამიანები იძულებულნი არიან გააკეთონ არჩევანი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. როგორ ვპოულობთ ჩვენ ჭეშმარიტებას? სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რის გამოც წიგნი დავწერე. მსოფლიო გვკარნახობს, რომ ჭეშმარიტება მდინარესავითაა, რომელსაც ყოველთვის ძალუძს კალაპოტის შეცვლა, მაგრამ ეს სიცრუეა“, – წერს Instagram-ის პირად გვერდზე ლიზა ბევირი, – „ჭეშმარიტება არ არის ცვალებადი მდინარე, არამედ მტკიცე ქვა. ჭეშმარიტება ეს მარადიული რამაა, ისეთი, რაც არ იცვლება. ჭეშმარიტება მოუდრეკელია. ეს იესოა, რომელიც არის ქვაკუთხედი. ღმერთს ვუყვარვართ, მაგრამ სძულს ის, რაც ჩვენ გვანგრევს. სწორედ ამიტომ სურს მას, რომ ვიყოთ უკომპრომისო, ვიცხოვროთ ჭეშმარიტებაში და არ წამოვეგოთ მტრის ტყუილზე, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სწადია. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ეს. იმიტომ, რომ თუ ჭეშმარიტებაში არ ვცხოვრობთ, ჩვენ დიდ საფრთხეში ვართ.“

ლიზა ბევირის თქმით, იმის გამო, რომ ადამიანებს არ სურთ ურთიერთობებისა და რეპუტაციის დაკარგვა სხვათა თვალში, ისინი თავიანთი პრინციპების საწინააღმდეგოდ მიდიან; მაგრამ მთავარი მაგალითი იესოა, რომელსაც უპირობოდ უყვარდა ადამიანები, თუმცა, ამავდროულად, არასოდეს მიდიოდა კომპრომისზე.

როდესაც წიგნზე ვმუშაობდი, სულიწმიდამ  მკითხა: „ლიზა, რა გსურს ყველაზე მეტად? პოპულარული რომ იყო, თუ დადებით გავლენას ახდენდე ადამიანებზე?“ მე მეორე ავირჩიე. უნდა მენახა ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა. „პოპულარული“ ნიშნავს იმას, რომ იყო ტენდენციური, ხოლო „გავლენიანი“ – იყო ძალაუფლების მქონე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გავლენიანები ვხდებით, ადამიანთა თვალში ვმაღლდებით.“

ავტორის აზრით, „მოუდრეკელი“ გახდება ღუზა ადამიანთათვის სხვადასხვა აზრთა მღელვარე ზღვაში.

„ჩვენ არ შეგვიძლია კურნება მოვიტანოთ რაიმე მომხდარისთვის, თუკი მას სხვა სახელს ვუწოდებთ. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვიყვარს ადამიანები და ამავე დროს გვიყვარს ის, რაც მათ ტეხს. ჩვენ არ შეგვიძლია მათი სიყვარული, თუკი არ ვეუბნებით მათ ჭეშმარიტების შესახებ, არამედ ვიწვევთ ადამიანებს ცხოვრებისეული საშუალებების გაცვლაში ჭეშმარიტი ცხოვრებისთვის, რომელიც ქრისტეშია“, – უზიარებს თავის მკითხველებს ლიზა ბევირი.

 

წყარო

თარგმანი: თამუნა ბაღდავაძე

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

 

ჩატვირთვა...