ლიბიაში კიდევ ერთი ქრისტიანის თავმოკვეთილი ცხედარი აღმოაჩინეს

libia-mapaეგვიპტელი ქრისტიანის ცხედარი აღმოაჩინეს ლიბიაში, კირენაიკის პროვინცია პატარა ქალაქ მეშილის განაპირას. მოკლული კოპტი, მანსურ საად ავადი, ფრინველების ადგილობრივ ფერმაში მუშაობდა.

კიდევ ერთი მხეცური მკვლელობის შესახებ ცნობა გავრცელდა იმ დღეს, როცა კოპტური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე II იმ 21 კოპტის ნათესავებს ხვდებოდა, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა დახოცეს ლიბიაში, 15 თებერვალს.

მალე კოპტურმა ეკლესიამ ისინი წმინდა მოწამეთა რიცხვს მიაკუთვნა. შეხვედრა შედგა ეგვიპტის პროვინცია ელ-მინიაში მდებარე სამალოთის დასახლებაში, საიდანაც იყო წარმოშობით ჯიჰადისტების მსხვერპლთა უმეტესობა. პატრიარქმა მათ ნათესავებს გადასცა წამებულთა სიკვდილის მოწმობანი, რომლებშიც დასტურდება, რომ მათ თავები მოჰკვეთეს.

2 მარტს, ელ-მინიაში ვიზიტისას წარმოთქმულ ქადაგებაში პატრიარქმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიბიელმა ახალმოწამეებმა „გაამდიდრეს ეკლესია საკუთარი სისხლით“ და თავისი სიკვდილით მთელი მსოფლიოს წინაშე დაამოწმეს ქრისტესადმი საკუთარი რწმენის შესახებ.

წყარო: Prochurch.info

ჩატვირთვა...