ლიბანში ქრისტიანულ სოფელს თვითმკვლელი ტერორისტები თავს დაესხნენ

დღეს, გამთენისაას 4 საათსა და 20 წუთზე ჩრდილო–აღმოსავლეთ ლიბანში, სირიის საზღვართან მდებარე ერთ–ერთ ქრისტიანულ სოფელ ქაა–ში ოთხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, გარდაცვლილია 5 ადგილობრივი მცხოვრები , დაჭრილია 15 ადამიანი. ჯარისკაცებს შორისაც, რომლებიც პირველები მივიდნენ შემთხვევის ადგილას არიან დაჭრილები.

“ჩვენ დავედევნეთ მეოთხე თავდამსხმელს, რომელსაც “თვითმკვლელი ჟილეტი” ეცვა, ვესროლეთ, მაგრამ მაინც მოასწრო თავის აფეთქება.” – აცხადებს ერთ–ერთი ჯარისკაცი.

ტერიტორია ალყაშია , სამართალდამცავები თავდამსხმელთა მოკავშირეებს ეძებენ. ტერორისტულ აქტზე ჯერ პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, არაოფიციალური მონაცემებით თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს ორგანიზებულია. თავდასხმის ზუსტი მიზეზი ჯერ გაურკვეველია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვარაუდი: სოფელი, რომელიც ტერორისტების სამიზნე გახდა ძირითადად ქრისტიანებითაა დასახლებული და მდებარეობს სირიის საზღვართან ახლოს, სადაც ჰეზბოლა პრეზიდენტ ბაშარ ალ–ასადის მხარდასაჭერად იბრძვის. გარდა ამისა, სოფელთან ახლოს არაფორმალური ბანაკია, რომელსაც თავს სირიიდან ლტოლვილები აფარებენ.

“სოფელი ქაა არის დანარჩენი ლიბანის კარიბჭე და ჩვენ აქვე შევაჩერებთ უფრო დიდი თავდასხმის გეგმას.” – განუცხადა ბეშირ მატარმა საინფორმაციო სააგენტოს.qaa

ჩატვირთვა...