კუნძულ იამაიკაზე ორი ამერიკელი მისიონერი მოკლეს

ამა წლის 30 აპრილს, აღდგომის წინა დღეს, კუნძულ იამაიკაზე ცემით მოკლეს ამერიკელი მისიონერები 48 წლის რენდი ჰეზელი და 53 წლის ჰაროლდ ნიკოლსი.

სასტიკი მკვლელობის საქმე ამ დრომდე გაუხსნელი რჩება. ამერიკელი სამართალდამცავი ორგანოების მრავალჯერადი მოთხოვნის შემდეგ FBI მოკლული მისიონერების გამოძიებაში ჩაერთო.

3 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კუნძულის კომისარმა კარლ უილიამსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება მაღალი ინტერესის ქვეშაა მოქცეული მოსახლეობის და ხელისუფლების მხრიდან და რომ ეს ბარბაროსული დანაშაული უმოკლეს ხანში იქნება გამოძიებული.

“მისიონერებმა დიდი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მათთვის იამაიკა მეორე სახლი იყო. რენდიმ და ჰაროლდმა თავდაუზოგავი სიყვარულის მაგალითი აჩვენეს ჩვენს ხალხს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი . ” – განაცხადა იამაიკის პრემიერ – მინისტრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რენდი და ჰაროლდი სამედიცინო მისიების ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ . ჰაროლდმა და მისმა მეუღლე ტერიმ თავისი ცხოვრების ბოლო 12 წელი კუნძულ იამაიკაზე მსახურებას მიუძღვნეს. ისინი მუშაობდნენ ბავშვებთან, ავრცელებდნენ და ასწავლიდნენ სახარებას და ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ოჯახებს.

რენდი ჰეზელი იამაიკაზე 6 წელი ხელმძღვანეობდა საოჯახო ჯგუფს, ის ბევრს დადიოდა ფეხით და ველოსიპედით და ამაში დღის განმავლობაში რამდენიმე საათს კარგავდა, რათა სხვადასხვა ადგილას ბიბლიის კურსები ჩაეტარებინა.

9 მაისს , 18 : 30 წუთზე ადგილობრივ ეკლესიაში მისიონერების გამოსათხოვარი საღამო გაიმართება.

წყარო: http://www.cbn.com

ჩატვირთვა...