კრის ბლუ ამერიკული „ხმის“ გამარჯვებული გახდა (video)

ამერიკული „ხმის“ გამარჯვებული ნოკსვილელი მგალობელი კრის ბლუ გახდა. მომღერალი „ხმის“ ფინალურ ტურში გადავიდა გასაოცარი სიმღერით „Take me to the King”. ის ცნობილი ამერიკელი მომღერლის ალისია კეისის გუნდის წევრი გახლდათ.

„კრის ბლუს მუსიკალური მოღვაწეობა მაშინ დაიწყო, როდესაც დედამისს ის და მისი ძმები ადგილობრივი ეკლესიის გუნდში დაჰყავდა.“ – წერს გამოცემა „people“. ბოლო 6 წელია ის ნოკსვილში, ეკლესიის ქება-დიდების გუნდის ხელმძღვანელია. კრის ბლუ 2014 წელს შეხვდა თავის საცოლეს სტეფანი დანკლის, რომელიც 2016 წლიდან ძვლის ტვინის სიმსივნეს ებრძვის.

“მაშინ, როცა ეს ყველაფერი შეემთხვა ჩემს საცოლეს, მივხვდი, რომ სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა”, თქვა ბლუმ News Sentinel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, “და მაშინ, როცა ღმერთი წინ მიბიძგებდა, მე თავს ვარიდებდი და ვუარობდი. ვთხოვდი უფალს, რომ დაედასტურებინა თავისი მოწოდება და მან დამიდასტურა კიდეც. ამან ძალა მომცა გზის გასაგრძელებლად და დამეხმარა შიშის დაძლევაში.”

“მინდა, რომ გავიმარჯვო, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩემი ოჯახისა და ჩემი პედაგოგისათვის, ვინც სიყვარული და თანადგომა გამოხატა”, უთხრა ბლუმ ჟურნალისტებს ორშაბათის გადაცემის შემდეგ. “ეს გამარჯვება მათ გამო უფრო მინდა, ვიდრე საკუთარი თავის გამო. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, მათი გულისთვის თუ გავიმარჯვებ.”

ჩატვირთვა...