კონსერვატორმა ანგლიკანებმა კენტერბერის ეპისკოპოსს მონანიებისკენ მოუწოდეს

0 113

50 ქვეყნიდან ჩამოსული, დაახლოებით 2 ათასი კონსერვატორი ანგლიკანი შეიკრიბა იერუსალიმში გასულ კვირას. გლობალური ანგლიკანური მომავლის კონფერენცია წარმოადგენს დაახლოებით 50 მილიონ ანგლიკანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს გაერთიანება ჩამოყალიბდა ათი წლის წინ ტრადიციული ქრისტიანული სწავლებისა და ბიბლიის ავტორიტეტის დასაცავად განსხვავებით დასავლეთის ანგლიკანებისგან, რომლებიც შემწყნარებელნი არიან ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებისა და ჰომოსექსუალიზმის მიმართ.

გლობალური ანგლიკანური მომავლის კონფერენციის თავმჯდომარემ ანგლიკანური ეკლესიის თავს, კენტერბერის ეპისკოპოსს მოუწოდა მოინანიოს იმის გამო, რომ მან ბიბლიის სწავლებას გადაუხვია.

ჩატვირთვა...