კვლევის თანახმად ეკლესიის წევრობა სუიციდის რისკს ამცირებს

The Los Angeles Times –ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პასუხები ცხადყოფს, რომ 89.708 კათოლიკე და პროტესტანტ ქალთა შორის ბოლო 15 წლის მანძილზე მხოლოდ 36 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. JAMA –ს ფსიქიატრები ამბობენ, რომ იმ ქალებს შორის, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან საეკლესიო მსახურებებს სუიციდი თითქმის არ გვხვდება.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეკლესიაში სიარული ერთგვარი სოციალური აქტივობის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ფორმაა, რაც ხელს უშლის დეპრესიის და დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

დოქტორი აარონ კერიტი (თანაავტორი წიგნისა “კათოლიკური რწმენის გზამკვლევი დეპრესიისას” ) ამბობს, რომ რელიგიური მრწამსი ეხმარება ადამიანებს , ანუგეშებს მათ და აძლევს მომავლის იმედს მაშინაც კი თუ სტუაცია ერთი შეხედვით გამოუვალი და კრიზისული ჩანს. ქრისტიანული რწმენა ადამიანს საკუთარ მნიშვნელობაზე უქმნის წარმოდგენას და თვითშეფასებას უმაღლებს.

“რა თქმა უნდა, ქრისტიანობა ფსიქიატრის როლში არ გვევლინება, მაგრამ ცხადია რომ რელიგიური პრაქტიკა მართლაც ეხმარება ადამიანს ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნებაში.” – აცხადებს დოქტორი აარონი.

ჩატვირთვა...