კენიაში ტერაქტს გადარჩენილი სტუდენტი გოგონა: „მე ვლოცულობდი ღმერთისადმი“

cynthia-cheroitichქალაქ გარისაში საუნივერსიტეტო კოლეჯზე ტერორისტების თავდასხმას გადარჩენილმა სტუდენტმა გოგონამ თქვა, რომ ის გამუდმებით ლოცულობდა ღმერთისადმი.

სინტია ჩეროიტიჩი, 19 წლის გოგონა, გადარჩა, რადგან დამალული იყო კარადაში ტანსაცმლის გროვის ქვეშ. საავადმყოფოში ყოფნისას მან განაცხადა იმის შესახებ, რომ ის ქრისტიანი სტუდენტები, რომლებიც ტერორისტების ბრძანებას დაემორჩილნენ და გამოვიდნენ სამალავებიდან, ერთ რიგად ჩაამწკრივეს და დახვრიტეს.

„მე უბრალოდ ვლოცულობდი ჩემი ღმერთისადმი“ – თქვა გოგონამ.

Sky News-ის ცნობით, გოგონა სამალავიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც მედიკოსებმა, რომლებსაც დახოცილთა გვამები გაჰქონდათ, დაარწმუნეს გოგონა, რომ ისინი ტერორისტები არ იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ კენიაში, 2 აპრილს, მოხდა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი და სასტიკი ტერაქტი. სომალელთა დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ ბოევიკები შეიჭრნენ უნივერსიტეტშო და მოკლეს 147 ადამიანი. თვითმხილველთა სიტყვებით, ისინი მხოლოდ ქრისტიანთა დახოცვას ცდილობდნენ.

ჩატვირთვა...