კენიაში ექსტრემისტებმა ხუთი ქრისტიანი მოკლეს და დაწვეს

l5mh5i_w631h356ექსტრემისტებმა საკუთარ თავზე აიღეს ხუთი ქრისტიანის მკვლელობა, რაც მოხდა კენიის ჩრდილო-დასავლეთით, 15 და 17 მარტს.

Morning Star News-ის ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ ამბოხებულთა მოწყობილია ვაჯირში გამცვლელ პუნქტზე თავდასხმა 17 მარტს, რის შედეგადაც მოკლეს 4 ქრისტიანი.

ამ ადამიანთა სხეულები ისე დაიწვა, რომ მათი ცნობა შეუძლებელი გახდა. იმავე ქალაქში ხუთი ქრისტიანი მძიმედ დაიჭრა და მიყენებულ ჭრილობათა შედეგად გარდაიცვალა კიდეც ჰოსპიტალში.

ხუთივე მათგანი ვაჯირში სამუშაოდ იყო ჩასული. თვითმხილველთა სიტყვით, ოთხივე მოკლული ქრისტიანი აღმოსავლეთ აფრიკის ორმოცდაათიანული ეკლესიის (East Africa Pentecostal Church) აქტიური წევრები გახლდნენ. თავდასხმის შედეგად დაიჭრა მაღაზიის ორი თანამშრომელი − ერთი კენიელი და ერთიც სომალელი ქალი. მოწმეთა ინფორმაციის მიხედვით, სომალელი ქალი შემთხვევით დაზარალდა. ტყვიები მუშებისთვის იყო განკუთვნილი.

მსხვერპლთა დაცხრილვის შემდეგ მაღაზია შიგნიდან ჩაკეტეს, რათა ისინი ცეცხლში დამწვარიყვნენ.

საოლქო პოლიციის უფროსმა სამუელ მუკინდიამ დაადასტურა 4 ადამიანის მკვლელობისა და კიდევ სამის დაჭრის ფაქტი.

მანდერაში, ასევე, კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვაჯირიდან 390 კმ-ის მოშორებით, 15 მარტს მოკლეს ქრისტიანი სახელად ალან ოტიენო, რომელიც ასევე აღმოსავლეთ აფრიკის ორმოცდაათიანული ეკლესიის (East Africa Pentecostal Church) წევრი გახლდათ. მას ავტო-სარემონტო სახელოსნოდან გამოსვლისას ესროლეს. მისი სამი მხლებელი კი დაიჭრა. „ალ-შაბააბმა“ საკუთარ თავზე აიღო ეს თავდასხმაც.

ჩატვირთვა...