კარვობის დღესასწაული იერუსალიმში

ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, დაახლოებით, 30 000-მა ქრისტიანმა მოაწყო მსვლელობა იერუსალიმის ქუჩებში ისრაელის მხარდასაჭერად.

მსვლელობა ორგანიზებული იყო საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის (ICEJ) მიერ, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია ატარებს მსგავს ღონისძიებებს სუქოთის ანუ კარვობის დღესასწაულის დროს. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ევანგელურ-ქრისტიანულმა დელეგაციებმა ხუთივე კონტინენტიდან. ყველა დელეგაცია თავისი ქვეყნის დროშა მიჰქონდა. ბევრს ეროვნული კოსტუმები ემოსა. ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულის ყიჟინით ხვდებოდა მათ. ისინი ტროტუარებზე იდგნენ და ალმებს აფრიალებდნენ. მსვლელობის მონაწილენი და მაყურებლებიც ლოცულობდნენ: „ღმერთო, აკურთხე ისრაელი!“

წელს კარვობის დღესასწაულთან დაკავშირებული მსვლელობა დაემთხვა იუნესკოს მიერ სადავო რეზოლუციის მიღებას, რომელიც უარყოფს იუდეველთა კავშირს ტაძრის მთასა და გოდების კედელთან. ამ რეზოლუციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელში და ასევე ქრისტიანთა შორის.

წყარო: http://www.invictory.com/

ჩატვირთვა...