კალიფორნიაში გონებრივად ავადმყოფებისთვის ევთანაზია კანონიერი გახდა

კალიფორნიაში ახლად შემოღებული რეგულაცია გონებრივად დაავადებულებს ნებაყოფლობითი სიკვდილის უფლებას აძლევს.

ბიოეთიკის ცენტრის კონსულტანტი, უესლი სმითი აღნიშნავს, რომ ბედის ირონიით, პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების გამო, შესაძლოა, იმავენაირ პირობებში აღმოჩნდნენ გონებრივად დაავადებულ პაციენტებთან ერთად, რომლებსაც უფლება აქვთ ნებაყოფლობითი სიკვდილის მოთხოვნისა.

კალიფორნიაში მიღებული რეგულაცია არა მხოლოდ აძლევს ნებაყოფლობითი სიკვდილის უფლებას გონებრივად ავადმყოფებს, არამედ მოითხოვს, რომ თუ შეუძლებელია ავადმყოფის გადაყვანა იმ ადგილზე, სადაც პროცედურა უნდა ჩატარდეს, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტი ამ ‘მომსახურებით’.

წყარო: http://www.christianheadlines.com/

ჩატვირთვა...