კაირო – კოპტურ ეკლესიაში მოწყობილ ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს

ეგვიპტეში, კაიროში მდებარე წმიდა პეტრე-პავლეს ტაძარში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ნაღმი, 11 დეკემბერს, წირვის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა, ორმოცზე მეტი კი დაიჭრა. დეკემბერში დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილის გარდა, სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ცოტა ხნის წინ კიდევ სამი თუ ოთხი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები სხვა თავდასხმათა მოწყობასაც გეგმავდნენ. ხსენებულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელწიფომ აიღო და განაცხადა, რომ ეს აქტი მიმართული იყო „განდგომილთა“ და „მოღალატეთა“ წინააღმდეგ.

ეგვიპტეში, დაახლოებით, ცხრა მილიონი ქრისტიანია. მათგან უმრავლესობა მართლმადიდებელი კოპტია. ისინი ეგვიპტის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ. დანარჩენები კი სუნიტი მუსლიმანები არიან.

წყარო: www.christiantoday.com

ჩატვირთვა...