კათოლიკე და ევანგელისტი ფეხბურთელების ერთობლივი ლოცვა მატჩის შემდეგ

0 394

ორშაბათს, ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მილიონობით მაყურებელი გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ შეუერთდა ლოცვაში პანამელ ფეხბურთელს, ევანგელისტ ფიდელ ესკობარს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ბელგიელი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ, რომელიც კათოლიკე ქრისტიანია.

მატჩის შემდეგ, რომელიც მოიგო ბელგიამ ანგარიშით 3-0, ლუკაკუ და ესკობარი მუხლებზე დადგნენ მინდორზე და ერთად ილოცეს. ძირითადად, იშვიათობაა მოწინააღმდეგე გუნდების წარმომადგენლების ერთობლივი ლოცვის ხილვა.

ორი მლოცველი ფეხბურთელის ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ მედიაში.

„ის, რომ ლუკაკუმ და ესკობარმა დაიჩოქეს და ილოცეს მას შემდეგ, რაც ფინალური სასტვენის ხმა გაისმა, ბევრი ადამიანისათვის ღირსშესანიშნავი მომენტი იყო. ისინი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი არიან და თამაშიც სხვადასხვა შედეგით დაასრულეს, მაგრამ მათ მაინც მშვიდობა პოვეს იმაში, რასაც აკეთებდნენ“, დაწერა ტვიტერში ოსკარ ფლექს-კიბეტმა, ციფრული კონტენტის შემქმნელმა.

„კარგია სიყვარული თამაშის მიმართ, მაგრამ ღმერთია უპირველესი“, დაამატა მან.

წყარო =

ჩატვირთვა...