იუნესკო უარყოფს ისრაელის კავშირს ტაძრის მთასა და დასავლეთის კედელთან

იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ ოთხშაბათს, პარიზში მიიღო რეზოლუცია, რომელიც უარყოფს ებრაელთა კავშირს ტაძრის მთასა და დასავლეთის კედელთან. რეზოლუცია მიღებული იქნა ფარული კენჭისყრით.

საბჭოს წევრი ქვეყნებიდან ათმა ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ მისცა ხმა, ორმა წინააღმდეგობა გამოხატა, რვამ თავი შეიკავა, ხოლო ერთმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა.

სავარაუდოდ, ათმა არაბულმა სახელმწიფომ და ვიეტნამმა ხმა მისცეს რეზოლუციის სასარგებლოდ. რეზოლუცია განსახილველად გამოტანილი იყო ლიბიისა და ტუნისის მიერ იორდანიისა და პალესტინის სახელით, რომლებიც არ არიან წარმოდგენილნი საბჭოში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, თავისი ფეისბუკის გვერდზე წერს: „ამგვარი გადაწყვეტილება ამახინჯებს იმ ისტორიულ ჭეშმარიტებას, რომელსაც ებრაელები, ქრისტიანები და კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ფაქტად მიიჩნევენ. ამგვარი გადაწყვეტილებანი არანაირად არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას. პირიქით, ისინი უფრო მეტად აღვივებს პალესტინელთა ფანტაზიას, რომელიც ისრაელის მიწას ისრაელის გარეშე წარმოიდგენს. ეს გადაწყვეტილებანი მცდარ სწავლებას აწვდის პალესტინელ ბავშვებს, თითქოს, ებრაელებს არ აქვთ ისტორია, არც რაიმე უფლება გააჩნიათ ამ მიწაზე და შესაბამისად, არც არის მათთან მშვიდობის დამყარების საჭიროება. გაერომ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა თავისი მორალური მარცხი ისრაელთან მიმართებით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ გამეორდება ტყუილები ისრაელის შესახებ. გამეორება მათ სიმართლედ არ აქცევს.“

წყარო: http://www.jta.org/

ჩატვირთვა...