ისრაელმა სადაო ტერიტორიაზე ასობით სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა

ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში 566 სახლის და კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. პროექტის აღდგენის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს გავრცელდა. პალესტინელები, რომლებსაც სურთ, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდეს, მშენებლობათა წინააღმდეგ გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გაერომ, სპეციალური რეზოლუციით, ისრაელს აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობების დაწყება აუკრძალა. პროექტი ადრეც განიხილებოდა, მაგრამ იერუსალიმის მერიამ დღის წესრიგიდან პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს თხოვნით მოხსნა, რომელმაც, თავის მხრივ, აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, დამატებით კრიტიკას აარიდა თავი.

ნეთანიაჰუ უკვე ესაუბრა ტელეფონით აშშ-ს ახლანდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის „ძალიან კეთილგანწყობილი“ იყო.

ისრაელის მემარჯვენე პარტიები იმედოვნებენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი გაგებით მოეკიდება პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშენებლობების დაწყებას.

წყარო: http://www.reuters.com/

http://www.dw.com/

ჩატვირთვა...