ისლამური სახელმწიფოს მიერ გაწვრთნილი ბავშვები მოსულში სიკვდილით სჯიან მოქალაქეებს

ათი წლის ბავშვებმა, რომლებიც იდეოლოგიურად დაამუშავა ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულმა ჯგუფმა, ერაყში, მოსულის სიახლოვეს, მშვიდობიანი მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს.

ნიუ-იორკ ტაიმსის მიხედვით, გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ასახულნი არიან ათიდან თოთხმეტ წლამდე ბავშვები, რომლებიც ესვრიან ოთხ მოქალაქეს მდინარე ტიგროსის სიახლოვეს. ამ მოქალაქეებს ბრალად ედებოდათ ისლამური სახელმწიფოს ღალატი. ჯგუფი შედგებოდა ორი ერაყელი, ერთი რუსი და ერთი უზბეკი ბავშვისაგან.

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ჟენევის ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანმა, განაცხადა, რომ, მოქალაქეები, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ზუსტი დრო უცნობია. ისლამური სახელმწიფო არ წყვეტს ბრძოლას მოსულზე კონტროლის შესანარჩუნებლად, რადგან ეს ქალაქი ტერორისტული დაჯგუფების ერთადერთი დასაყარდენია ერაყში.

გასული კვირების ანგარიშებში წარმოდგენილია მოსულში ადამიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის რამდენიმე ფაქტი, რაც აშშ-ს სამხედროების მიერ რადიკალებისგან ქალაქის გათავისუფლების წარმატებულ მისიას უკავშირდება.

ნიუ-იორკ ტაიმსის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ასეთი ხოცვა-ჟლეტის დროს, მოსულში, ნარინჯისფერი ტანსაცმლით შემოსილი, ორმოცი ადამიანი მოკლეს.

გასულ კვირას, კათოლიკე მღვდელმა, მამა პატრიკ დესბოისმა, რომელიც ერაყსა და სირიაში, გენოციდის საფრთხის წინაშე მდგარ ქრისტიანებს, იეზიდებს და სხვა რელიგიურ უმცირესობებს ეხმარება, The Christian Post-ს განუცხადა, რომ ჯიჰადისტები ადამიანებს ცოცხალ ფარებად იყენებენ მოსულში.

მრავალი ცნობა არსებობს იმის შესახებ, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ გაწვრთნილმა ბავშვებმა პატიმრები სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო 2015 წლის ივლისში მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკის მასობრივი მკვლელობა, როდესაც სპეციალურად გაწვრთნილმა ბავშვებმა 25 კაცი დახვრიტეს.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...