ისლამურ სახელმწიფოში 4 ქრისტიანი მისიონერი ჯვარს აცვეს, რვას კი თავი მოჰკვეთეს

სირიაში ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა სასტიკად აწამეს და მოკლეს 12 წლის ბავშვი და ასევე ადგილობრივი თერთმეტი ქრისტიანი მისიონერი, რომლებმაც უარი თქვეს სამშობლოს დატოვებასა და ქრისტეს უარყოფაზე.

თორმეტივე მსხვერპლი 7 აგვისტოს დაიჭირეს ალეპოს მახლობლად მდებარე სოფელში.

სამი კვირის შემდეგ ტყვეების დაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ისინი ადრე მუსლიმები იყვნენ და შემდეგ გახდნენ ქრისტიანები. ეს „შეურაცხყოფა“ კი ისლამური სახელმწიფოს დამახინჯებული კანონმდებლობის მიხედვით სიკვდილით ისჯება.

ჯიჰადისტებმა ტყვეებს უბრძანეს უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე და დაბრუნებოდნენ ისლამს, თუმცა მათ განაცხადეს, რომ არასდროს უარყოფდნენ ქრისტეს სიყვარულს.

28 აგვისტოს მეომრებმა ტყვეები ორ ნაწილად დაყვეს. ერთ-ერთ ჯგუფი ოთხი კაცისგან შედგებოდა, სადაც 41 წლის ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი 12 წლის ვაჟი აღმოჩნდნენ. ისინი ერთ სოფელში გაგზავნეს დასაკითხად. დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათი დახმარებით ცხრა საშინაო ეკლესია დაარსდა იმ რეგიონში.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა უარი თქვეს ქრისტეს უარყოფაზე და აუხსნეს მეომრებს, რომ ღმერთს სურდა მათი გამოყენება სახარების გავრცელებისთვის, ოთხი მათგანი აწამეს, შემდეგ კი ხალხის თვალწინ ჯვარს აცვეს.

ჯვარცმამდე 41 წლის მამას აიძულეს ბიჭუნას ტანჯვის ყურება. მამის თვალწინ დააჭრეს მას ხელის თითის წვერები.

დანარჩენ რვა მისიონერს თავები მოჰკვეთეს მაშინ, როცა უარი თქვეს ისლამის მიღებაზე. ორი მათგანი 29 და 33 წლის ასაკის ქალბატონი იყო. სასჯელის აღსრულებამდე, ისინი სახალხოდ სცემეს და შემდეგ გააუპატიურეს. მიუხედავად ამისა, მათ არ შეუწყვეტიათ ხმამაღლა ლოცვა.

სოფლის მოსახლეობის თქმით ზოგიერთი მათგანი იესოს სახელით ლოცულობდა, სხვები ‘მამაო ჩვენოს’ ამბობდნენ, ზოგმა კი თავი ასწია და საკუთარი სული იესოს მიაბარა. ერთ-ერთმა ქალბატონმა კი ზეცას მიაპყრო თვალები და ღიმილით წარმოთქვა: „იესო“.

ისლამური სახელმწიფო კვლავ განაგრძობს კონტროლის ზონის გაფართოებას სირიაში, რაც უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ყოფილ მუსლიმებს, თუმცა მსგავსი მუქარა და დევნა ვერ აჩერებს მუსლიმების მასიურად გაქრისტიანების პროცესს.

ჩატვირთვა...