ისლამურმა სახელმწიფომ მოსულში 40 ადამიანი მოკლა და ბოძებზე ჩამოკიდა

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ქალაქ მოსულში 40 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ღალატსა და ერაყის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ bbc.com გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, რაად ალ-ჰუსეინის მონაცემებით, ისლამური სახელმწიფო მოსულში 40 ადამიანს გაუსწორდა. მისივე თქმით, ამ ადამიანებს ნარინჯისფერი სამოსი ჩააცვეს, წარწერით „მოღალატეები და აგენტები“. გარდაცვლილთა ცხედრები კი ქალაქის სხვადასხვა რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე ჩამოკიდეს.

შეგახსენებთ, რომ მოსულზე შეტევა 17 ოქტომბერს დაიწყო. სამხედროები და ექსპერტები თვლიან, რომ მოსულის აღებით ერაყში ისლამური სახელმწიფო დამარცხდება.

წყარო: http://www.bbc.com/

ჩატვირთვა...