ისლამური სახელმწიფო უშიშროების ძალებს იტაცებს და ათასობით ოჯახს ტყვედ იგდებს

სამშაბათს, გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს მეომრებმა ერაყის უშიშროების რაზმის 295 ყოფილი წევრი გაიტაცეს მოსულის სამხედრო ბანაკის მახლობლად. გარდა ამისა, მათ 1500 ოჯახი აიძულეს ჰამანიდან უკან დაეხიათ და ალ-ალიში გადასულიყვნენ.

გატაცებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერაყის სამთავრობო რაზმებმა, ქურთულმა პეშმერგამ და შიიტურმა სამხედროებმა უკან დაიხიეს აშშ-ს მეთაურობით წარმოებული საჰაერო თავდასხმათა გამო, რათა მოსული ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულიყო.

ყოფილი უშიშროების ასამდე წევრი, 3 ნოემბერს, შუაღამისას გაიტაცეს სოფელ მავალიდან, რომელიც მოსულიდან დასავლეთით, დაახლოებით, 20 კილომეტრით დაშორებით მდებარეობს. დანარჩენი 195 კი პირველიდან ოთხ ნოემბრამდე ტალ-აფარის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან გაიტაცეს.

გატაცებული ოჯახები მათი ქალაქებიდან მოსულის აეროპორტში გადაჰყავდათ.

„ამ დროისათვის, უცნობია მოქალაქეთა ბედი“, – განაცხადა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის სპიკერმა, რავანა შამდასანმა.

გაეროს ასევე აქვს ინფორმაცია, რომ, სულ ცოტა, 30 შეიხი გაიტაცეს სინჯარის რაიონიდან 2 ან 3 ნოემბერს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ოპერაცია ერაყში არსებული ისლამური სახელმწიფოს სიმაგრის წინააღმდეგ უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მოსულის ძალიან მცირე ნაწილია გათავისუფლებული.

წყარო: http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...