ისლამური სახელმწიფო ნაღმებს სათამაშო დათუნიებში მალავს

ისლამური სახელმწიფო უსასტიკეს მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვას ადგილობრივი ოჯახების დაბრუნება მოსულის გარშემო არსებულ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ასაფეთქებელი ნივთიერებები დამალულია დათუნიებსა და სხვა სათამაშოებში, ხელში აღების შემთხვევაში ფეთქდება და იწირავს უდანაშაულო ოჯახებს.

The Observer-ის კვირის ანგარიშის მიხედვით ისლამური სახელმწიფო არა მხოლოდ ერაყის ქვეითი ძალების უკუგდებას ცდილობს, არამედ სახლში დაბრუნების მსურველ მოსახლეობასაც შიშს უნერგავს.

ფეთქებადი სათამაშოები, როგორც ამბობენ, იმგვარადაა შექმნილი, რომ დაბრუნებული მოქალაქეების ყურადღება მიიპყროს.

ჯარისკაცები სულ უფრო და უფრო მეტ დამალულ ნაღმს პოულობენ ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. საფრთხე მანამდე იარსებებს, სანამ ყველა ნაღმს არ აღმოაჩენენ.
ტერორისტული დაჯგუფება აგრძელებს შემზარავ სადამსჯელო ღონისძიებათა განხორციელებას ბავშვების მიმართ. სექტემბერში, ადგილობრივმა წყარომ ერაყის ახალი ამბებს (Iraqi News) განუცხადა ექვსი ბიჭის შესახებ, რომლებიც წამებით დახოცეს.

უამრავი ადამიანი მოკლეს ისლამური რადიკალური ჯგუფის წევრებმა. გადარჩენილები, რომლებმაც მოახერხეს ტერორისტების კლანჭებიდან თავის დაღწევა, შემზარავი ისტორიებს გვიამბობენ ხოცვა-ჟლეტისა და შიშის დანერგვის სხვადასხვა მეთოდების შესახებ.

წყარო: www.christianpost.com

ჩატვირთვა...