ისლამური სახელმწიფო ახორციელებს ქრისტიანთა გენოციდს. მსოფლიო კი დუმს

2939250763_blood_cross_xlargeევანგელისტმა მქადაგებელმა ფრანკლინ გრემმა განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ერაყსა და სირიაში ქრისტიანთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა გენოციდი მიმდინარეობს, მსოფლიო საზოგადოება, ძირითადად, დუმილს ამჯობინებს.

„ეს გენოციდია და მსოფლიო კი მისდამი გულგრილია. ესაა ქრისტიანთა, იეზიდთა და რელიგიურ უმცირესობათა გენოციდი სირიასა და ერაყში, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მიერ ხორციელდება. მათი მოქმედებანი მეტისმეტად სასტიკია“, − დაწერა გრემმა Facebook-ის გვერდზე და შეგვახსენა ქრისტიანთა ჯვარცმის, ბავშვების წამებისა და ქალებზე ძალადობის შესახებ.

Christian Aid Mission-ს ცნობებით, ამა წლის აგვისტოში ისლამურმა სახელმწიფომ მოკლა 12 წლის ბიჭუნა და 11 ადგილობრივი მისიონერი იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს საკუთარი სახლების დატოვებასა და რწმენისგან განდგომაზე. შემდეგ დახოცილთა სხეულები ჯვარზე გააკრეს და ორი დღით დატოვეს ასე სხვების დასანახად. სხეულების ჩამოხსნა აკრძალული იყო. ამ ჯგუფიდან რვას თავები მოჰკვეთეს.

წყარო: https://cnl.news/2015/10/20/343737

ჩატვირთვა...