ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა 120 ბავშვი გაიტაცეს მოსულის სკოლებიდან

isisISIS-ის ბოევიკებმა 120 ბავშვი გაიტაცეს მოსულის სკოლებიდან. მოტაცებათა სერია ბოკო ჰარამის მიერ ნიგერიის სკოლებიდან 276 სკოლის მოსწავლე გოგონას გატაცებიდან ერთი წლისთავის თარიღიდან ორი დღით ადრე მოხდა.

უცნობი წყარომ განუცხადა IraqiNews.com-ს, რომ „ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა 12-დან 15 წლამდე ასაკის 120 ბავშვი გაიტაცეს ქალაქ მოსულის დასავლეთ და სამხრეთ რაიონების (ქაიარას, შოურას, ბადუშისა და ბააჯის) სკოლებიდან“.

The Christian Post იტყობინება, რომ ბავშვები სამხედრო სატვირთო მანქანებით გადაიყვანეს. ხელისუფლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვებს წაიყვანენ ISIS-ს საწვრთნელ ბანაკებში, რომლებიც „ხალიფატის ლეკვების“ (“Cubs of the Caliphate”) სახელითაა ცნობილი და, სადაც ისინი ტერორისტულ ჯგუფში მსახურებას ისწავლიან.

რამი აბდულრაჰმანი (Rami Abdulrahman), ადამიანთა უფლებების დამცველმა სირიელმა დამკვირვებელმა სააგენტო როიტერს განუცხადა: „ისინი ბავშვებს იმიტომ იყენებენ, რომ ადვილია მათთვის ტვინის გამორეცხვა. მათ შეუძლიათ ეს ბავშვები აქციონ ისეთებად, როგორც თავად სურთ. ისინი მათ ისლამური სახელმწიფოს სკოლებში გზავნიან ნაცვლად ჩვეულებრივი სკოლებისა.“

http://www.ibtimes.co.in/

 

ჩატვირთვა...