ერაყი, პაკისტანი, ნიგერია − ქვეყნები, სადაც ქრისტიანობა ძლიერად იდევნება

23 ნოემბერს ვესტმინსტერის სასახლე წითელ ფერებში გაანათეს. ეს ემსახურებოდა იმ ადამიანების გახსენებას, რომლებმაც დიდი ტანჯვა გადაიტანეს თავიანთი რელიგიის გამო.

კათოლიკური საქველმოქმედო ფონდის, „გასაჭირში მყოფი ეკლესიის დახმარების“  ინიციატივით ვესტმინსტერის სასახლე, ვესტმინსტერის სააბატო და კათოლიკური კათედრალი ოთხშაბათს საღამოს, სოლიდარობის ნიშნად, წითელი ფერით გაანათეს, რათა მსოფლიოს შეატყობინონ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივ დევნასა და შევიწროების განიცდიან მთავრობისა და მოსახლეობისაგან.

რელიგიურ თავისუფლების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, დედამიწის მოსახლეობის სამ მეოთხედს მკაცრ რელიგიურ შეზღუდვათა პირობებში უწევს ცხოვრება.

აი, ის სამი ქვეყანა, რომელთათვისაც უნდა ვილოცოთ:

ერაყი

yazidis-fleeing-sinjar

იეზიდთა გაქცევა სინჯარიდან. ერაყი, 2014 წლის აგვისტო

ქრისტიანები, მუსლიმანები და იეზიდები ცდილობენ გაექცნენ ჯიჰადისტებს, მაგრამ მათი უმრავლესობა მიწისქვეშა ნაღმების გამო ხაფანგში არის მოქცეული.

ამასთან, ირანელ ლტოლვილებს არ შეუძლიათ დიდ ბრიტანეთში დასახლება მაშინაც კი, თუ ისინი მიმართავენ ლტოლვილთა სააგენტოს (“UNHCR“), რადგან დაუცველ პირთა დასახლების გეგმის თანახმად, მხოლოდ სირიის დოკუმენტაციის მქონე პირს შეუძლია დიდ ბრიტანეთში დასახლება.

 პაკისტანი

asia-bibi-protest

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ  ასია ბიბის განთავისუფლებას

ორგანიზაცია „ღია კარების“ ანალიზმა აჩვენა, რომ პაკისტანში მცხოვრები ქრისტიანები ყველაზე ძლიერ დევნას განიცდიან.

კარაჩიში არსებული აურატის ფონდი, აცხადებს, რომ, ყოველწლიურად, 700 ქრისტიან გოგონას იძულებით ათხოვებენ და ისლამზე მოქცევას აიძულებენ.

ქვეყანა ასევე მხარს უჭერს ცნობილი ღვთისგმობის კანონებს, რომლებიც გამოიყენება ქრისტიანებისა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ. ქრისტიანი ქალი, ხუთი შვილის დედა, სიკვდილმისჯილი ასია აბიბი, 2010 წლიდან საპატიმროში იმყოფება. სასიკვდილო სასჯელის გაუქმების მოთხოვნის მიზნით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, თუმცა მთავრობას დღემდე არაფერი მოუმოქმედებია.

ნიგერია

boko-haram-bombing

სამხედრო ჯგუფის ბოკო ჰარამის მიერ დაბომბილი სოფელი

ქრისტიანებზე ცალკეული თავდასხმები გრძელდება, ძირითადად მუსლიმანებით დასახლებული ნიგერიის ჩრდილოეთში. ბოლო ინციდენტის შედეგად, რომელიც 13 ნოემბერს მოხდა, დაიღუპა 45-მდე ადამიანი, უფრო მეტი დაშავდა. დაიწვა რვა ეკლესია.

წყარო:http://www.christiantoday.com/

ჩატვირთვა...