ინდონეზია − ათი ათასმა ადამიანმა მხარი ქრისტიან გუბერნატორს დაუჭირა

ქრისტიანი გუბერნატორის მხარდასაჭერად ჯაკარტის ქუჩებში ათიათასკაციანი მსვლელობა მოეწყო. ის პოლიციამ ღვთის გმობაში დაადანაშაულა.

მუსლიმების ზეწოლის შედეგად პოლიციამ დედაქალაქის ოლქის გუბერნატორს, ქრისტიან ბასუკი ჩახაი პურმანს ბრალი ღვთის გმობაში დასდო ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

გუბერნატორმა, თანამდებობაზე ყოფნის ორი წლის განმავლობაში, უამრავი სოციალური რეფორმა გაატარა. ის თავისი ანტიკორუფციული საქმიანობითაც არის ცნობილი.

მუსლიმთა შეშფოთება, ამა წლის სექტემბერში, გუბერნატორის საჯარო გამოსვლამ გამოიწვია. თავის სიტყვაში მან მან ალ-მაიდას სურადან 51-ე მუხლის ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ მუსლიმები იტყუებიან, როდესაც ამ მუხლზე დაყრდნობით ამბობენ, რომ არამუსლიმს არ შეუძლია უხელმძღვანელოს მუსლიმებს.

პოლიტიკოსის სიტყვა ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ იმგვარად დარედაქტირებული, თითქოს, ყურანის პირდაპირი კრიტიკა ყოფილიყოს. ისლამის დამცველთა ფრონტმა პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ დაპატიმრება მოითხოვა. ქვეყანაში მუსლიმთა მრავალათასიანი საპოროტესტო აქციები დაიწყო.

რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციის უფროსმა, ტიტო კარნავიანმა, განაცხადა, რომ პოლიცია ამ საქმეს პროკურატურისა და სასამართლოსთვის გადასაცემად ამზადებს და დასძინა, რომ პოლიციის უმოქმედობას სერიოზული პროტესტის გამოწვევა შეეძლო მთელ ქვეყანაში. საქმე განხილული იქნება სასამართლო ღია სხდომაზე.

ჯაკარტის გუბერნატორის მიმართ ბრალდების წაყენების შემდეგ დედაქალაქში ქრისტიანი გუბერნატორის მხარდამჭერი აქცია მოეწყო, სადაც ათი ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

თავად პურნამამ განაცხადა, რომ  მზადაა ეჭვმიტანილის სტატუსის მისაღებად და ენდობა პოლიციის პროფესიონალიზმს. მან ხაზი გაუსვა იმასა, რომ ეს მხოლოდ მისი სასამართლო საქმე არ არის, არამედ იგი განაპირობებს მთლიანი ერის მოძრაობის მიმართულებას.

ინდონეზია საერო სახელმწიფოა, სადაც 200 მილიონზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს (იმაზე მეტი, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანაში). ღვთის გმობა აქ რელიგიის კრიტიკას უტოლდება და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, რაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ყველაზე ხშირად ამ კანონს მუსლიმები ქრისტიანების დადანაშაულებისთვის იყენებენ.

30 სექტემბერს მსოფლიოში აღინიშნება ღვთის გმობის საერთაშორისო დღე და მიზნად ისახავს ხალხის აღძვრას ღვთის გმობის შესახებ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ.

წყარო: http://316news.org/n

ჩატვირთვა...