ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება: მათ შორის 34 ბავშვია

0 178

მაშველებმა 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს ინდონეზიის ერთ-ერთ ეკლესიაში მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს ინდონეზიის კუნძულ პალუს მიწისძვრა და ცუნამი დაატყდა თავს.

წითელი ჯვრის წარმომადგენელმა აულია არიანიმ განაცხადა, რომ ბავშვები ქრისტიანულ ბიბლიურ ბანაკში იყვნენ, როცა დაიხოცნენ. მაშველები ვარაუდობენ, რომ დახოცილთა რაოდენობა გაიზრდება.

სხვადასხვა ცნობების თანახმად, სტიქიურ უბედურებას 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამავდროულად, პალუში სამხედრო ვერტმფრენმა, რომელსაც საკვების მარაგი მიჰქონდა, ხალხმრავლობის გამო აეროპორტში დაჯდომა ვერ მოახერხა.

„არ არის ელექტროენერგია და სუფთა წყალი, საკვებიც ცოტაა,“ განაცხადა ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთმა მუშაკმა. „ძალიან გვაფიქრებს ჩვენს თანამშრომელთა უსაფრთხოება და ის, რომ საკვების მარაგი, უპირველეს ყოვლისა, მათ მიეწოდოთ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.“

ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრა 7.5 ბალის სიმძლავრის იყო, ხოლო ცუნამის შედეგად გამოწვეული ტალღების სიმაღლემ 6 მეტრს გადააჭარბა.

თარგმანი: ხატია ბარბაქაძე

წყარო

ჩატვირთვა...