ინდონეზიაში კათოლიკურ ეკლესიას თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა, დაჭრილია 4 ადამიანი

„11 თებერვალს ინდონეზიაში, კათოლიკური ეკლესიის მრევლს თავს დაესხა შეიარაღებული მამაკაცი. მძიმედაა დაჭრილია 4 ადამიანი“, – იტყობინება საინფორმაციო პორტალი СBN NEWS.

დაახლოებით, 100 ადამიანი იყო შეკრებილი კვირის მსახურებაზე სელმანის უბანში, (რომელიც მდებარეობს  ჯოკიაკარტას რაიონში). მაჩეტეთი შეიარაღებულმა მამაკაცმა დაჭრა 4 ადამიანი, მათ შორის 81 წლის გერმანელი მღვდელიც ედმუნდ პიერი, რომელიც საკურთხეველთან იმყოფებოდა. თავდამსხმელმა ასევე გაანადგურა ქრისტიანული სიმბოლოები.

22 წლის თავდამსხმელს ადგილზე მისულმა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი დაიჭრა და ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ატყდა პანიკა, ყველამ ყვირილი დაიწყო.მე ვცდილობდი ცოლის და შვილების გადარჩენას”, განაცხადა ერთ-ერთმა მგალობელმა ანდი ქაიომ მედიასთან საუბრისას.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ინდონეზიაში ქრისტიანობის დევნა გაძლიერდა. განსაკუთრებით კი ცხელ წერტილებში, სადაც რადიკალურ მუსლიმანურ დაჯგუფებებს აქვთ ძალაუფლება და დიდ გავლენას ახდენენ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

ეს დაჯგუფებები პრობლემებს უქმნიან ეკლესიებს და აიძულებენ ისლამზე მოქცევას. ხშირად მთავრობაზეც ახდენენ ზეწოლას და აიძულებენ უარით უპასუხონ განცხადებებს, სადაც ქრისტიანები ითხოვენ ნებართვას ეკლესიის აშენებისათვის.

 

წყარო

ჩატვირთვა...