ინდოეთში შობის დღესასწაულის წინ ქრისტიანები დაარბიეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთში მცხოვრები ქრისტიანები შობას მალულად აღნიშნავენ. ეს კი გასული კვირის განმავლობაში რადიკალთა მიერ მორწმუნეებზე განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია.

საერთაშორისო ქრისტიანული საზოგადოების განცხადებით, გასულ კვირას, მადჰია პრადეშის შტატში მდებარე სოფელ სარანგიში, რადიკალთა ოცდახუთკაციანი ჯგუფი შეიჭრა კერძო პირის სახლში, სადაც 30 ქრისტიანი საშობაო საგალობლებს გალობდა. ქრისტიანები ქუჩაში გამოათრიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბრალი დასდეს სოფლის მოსახლეობის ძალით გაქრისტიანებაში. ოთხ ხუცესსაც იგივე ბრალდება წაუყენეს, რომლებიც ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

წყარო: http://www.christianpost.com/

ჩატვირთვა...